ნახეთ: ბილი აილიში შოუში Ellen პირველ გამოჩენას იხსენებს

ფოტო: Lexie Moreland for WWD

2018 წელს ელენ დეჯენერესის ცნობილ შოუში Ellen 16 წლის ბილი აილიშის სატელევიზიო დებიუტი შედგა, სადაც მან You Should See Me in a Crown შეასრულა. ოთხი წლის შემდეგ მომღერალი ელენს კვლავ ესტუმრა და თავისი პირველი გამოსვლის შესახებ ესაუბრა.

ნახეთ: ბილი აილიში Met Gala-ზე

“ძალიან მეშინოდა. შენ ეს გადაცემა ჩემი დაბადებიდან ერთ წელიწადში დაიწყე. სახლში ყოველდღე შენი შოუ იყო ჩართული. სამზარეულოში როდესაც გავდიოდი, დედაჩემი გიყურებდა ხოლმე”, – გაიხსენა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.

წამყვანმა 20 წლის მომღერალს ჰკითხა, ამჟამად რას აკეთებს.

“კარგად ვარ. ვერთობი. როგორც იქნა, სამყარო ბრუნდება, ვმართავ კონცერტებს, რაც ძალიან მსიამოვნებს. ახლა ვფიქრობდი, როდესაც შენს გადაცემაში პირველად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გამოჩენა ტელევიზიაში, სრული სიგიჟე იყო. მახსოვს, აქ ვიჯექი, ვიღიმოდი, ჩემი ნიკაპი კი კანკალებდა”, – თქვა ბილიმ.

რაც შეეხება ახალ მუსიკას, აილიშმა განაცხადა, რომ “ახლა იწყებს მომავალ ალბომზე ფიქრს”.

ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Calvin Harris – Potion Ft. Dua Lipa & Young Thug

შემდეგი სტატია

Depeche Mode-ის ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი