Eurovision-ის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა ჯილდო ქვეყნის დასახმარებლად გაყიდა

ფოტო: Marco Bertorello/AFP/Getty Images

უკრაინულმა ბენდმა Kalush Orchestra, რომელმაც წელს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, მიღებული ჯილდო, ბროლის მიკროფონი 900 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა, რათა მშობლიური ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამი უპილოტო საფრენი აპარატით დახმარებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა, სერგი პრიტულამ განაცხადა, რომელიც აუქციონს გაუძღვა.

“მადლობა ყველას, ვინც შემოწირულობა გაიღო აუქციონის ჩასატარებლად. მადლობა კრიპტოვალუტის ბირჟა Whitebit-ს, რომელმაც ჯილდო 900 000 აშშ დოლარად შეიძინა”, – დაწერა ჯგუფმა ფეისბუქზე.

აუქციონის ჩატარება დაემთხვა კოლექტივის გამოჩენას ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან გამართულ კონცერტზე, რომელიც მიზნად მედიკამენტების შესაძენად თანხის შეგროვებას ისახავდა. ჯგუფის წევრმა, ოლეგ პსიუკმა სცენაზე განაცხადა, რომ არ უნდა შეეგუონ ომს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო – “ეს დღის წესრიგის მთავარი საკითხი უნდა იყოს, მანამ მშვიდობა არ დაისადგურებს”.

Kalush Orchestra-მ ევროვიზიის კონკურსი 14 მაისს მოიგო. ღონისძიებაში ის კომპოზიციით Stefania მონაწილეობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ომის გამო უკრაინის დატოვება 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს აქვთ აკრძალული, ბენდის წევრებს შოუში მონაწილეობისთვის სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ქრისტინა აგილერამ ჩანაწერი La Tormenta გამოუშვა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ და დრეიქი კლიპს Churchill Downs ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი