ნახეთ: ქარდი და მეგანი შოუს Cardi Tries ახალ ეპიზოდში

ფოტო: Cardi Tries

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი შოუს Cardi Tries ახალ ეპიზოდს ავრცელებს, რომელშიც რეპერ Megan Thee Stallion-თან ერთად კალიფორნიის ქალაქ კოსტა მესაში, ამერიკული ფეხბურთის კლუბის The Los Angeles Chargers-ის სტადიონზე იმყოფება და ვარჯიშობს.

Cardi B: ახალ ნამუშევრებს ტექნიკური შეფერხებების მოგვარების შემდეგ გამოვუშვებ

“მას შემდეგ, რაც ვაჟი შემეძინა, მინდა, სპორტულ აქტივობებში ვიყო ჩართული”, – ამბობს მუსიკოსი, რომელსაც ბიჭი ახლახან რეპერ Offset-ისგან შეეძინა.

მუსიკოსებმა მოედანზე იცეკვეს და 40 იარდზეც გაირბინეს. ეს მანძილი, რომელიც 36,58 მეტრს შეესაბამება, ქარდიმ 7.93 წამში დაფარა, მეგანმა კი 6.53-ში.

“სკოლაში რომ ვსწავლობდი, შატალოზე წვეულებებს ვმართავდით ხოლმე. პოლიცია კი მუდმივად გვშლიდა, რის გამოც სირბილი მიწევდა”, – გაიხსენა რეპერმა.

2020 წლის ბოლოს დაწყებულ პროექტში Cardi Tries ქარდი ბი თავის უნარებს სხვადასხვა საქმიანობაში ცდის. დღემდე მან იტრიალა ტანმოვარჯიშეებთან ერთად, ქმარს გაუკეთა ტატუ, მადლიერების დღის სადილი მოამზადა, გაუწია ქორწილს ორგანიზება და სხვა.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Gibson-მა კომპანია Dean Guitars-ს სასამართლო დავა მოუგო

შემდეგი სტატია

რადიო Apple Music-ზე BTS-ის შოუმ რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი