ნახეთ: Megan Thee Stallion კლიპს Plan B ავრცელებს

ფოტო: Megan Thee Stallion/Plan B

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, სასცენო სახელით Megan Thee Stallion, მოდის სახლ Mugler-თან თანამშრომლობით კომპოზიციაზე Plan B გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. მუსიკოსმა კომპოზიცია პირველად ფესტივალ “კოაჩელაზე” შეასრულა. 

“შეხვედრებზე “მუგლერი” მაცვია. ვჭამ ვაგიუს სტეიკს. ბევრ ფულს ვშოულობ. ის ბიჭი დებილია, თუ მღალატობს”, – რეპავს მეგანი.

ტრეკში Plan B ჰიპ ჰოპ ჯგუფ Jodeci-ს ჰიტი Freek’n You (Mr. Dalvin’s Freek Mix) არის გასემპლილი, რომელშიც Wu-Tang Clan-ის გოუსთფეის ქილა და რეიქვონი მონაწილეობენ. კომპოზიცია თავის დროზე ბილბორდის ცხელ ასეულში ტოპ 30 სიმღერას შორის მოხვდა, არენბი/ჰიპ ჰოპ ჩარტში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეგანმა თავისი კომპოზიცია 28 აპრილს გამოუშვა. კომპანია Luminate-ის ცნობით, პირველ კვირაში ჩანაწერმა ამერიკაში 12 მილიონი მოსმენა დააგროვა.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მან გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა. მეგანს სამი გრემის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში. ის მეორე რეპერია ლორინ ჰილის შემდეგ, რომელმაც ეს ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნმა ახალი ალბომი Twelve Carat Toothache გამოუშვა

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Georgia on My Mind ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი