ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Georgia on My Mind ასრულებს

ფოტო: Joseph Cultice/NBC/Getty Images

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, რეი ჩარლზის ჰიტი Georgia on My Mind შეასრულა. მუსიკოსს სცენაზე ტრადიციულად ლაივ ბენდი Y’all ახლდა.

• ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის სიმღერას Uninvited ასრულებს

Georgia on My Mind ამერიკელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა, ჰოგი ქარმაიქლმა 1930 წელს დაწერა. თუმცა, სიმღერამ პოპულარობა რეი ჩარლზის შესრულებით მოიპოვა. ჩანაწერი მის 1960 წლის ალბომში The Genius Hits the Road არის წარმოდგენილი. ჩარლის ქავერ ვერსია მაშინ ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეშიც მოხვდა. კომპოზიცია შტატ ჯორჯიის ოფიციალურ სიმღერად 1979 წელს დაასახელეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კელი რეი ჩარლზის კომპოზიციას ასრულებს. 2020 წელს, ვეტერანების დღეს მან America the Beautiful იმღერა. 1800-იან წლებში დაწერილი კომპოზიცია ჩარლზმა 1972 წელს დააქავერა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Megan Thee Stallion კლიპს Plan B ავრცელებს

შემდეგი სტატია

პროდიუსერ Metro Boomin-ის დედა, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი