მოუსმინეთ: St. Vincent კომპოზიციას Funkytown ავრცელებს

ფოტო: Djeneba Aduayom/Billboard

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ენი კლარკი, ფსევდონიმით St. Vincent, ანიმაციური ფილმის Minions: The Rise of Gru საუნდტრეკს, ამერიკული დისკო და ფანკ ჯგუფის Lipps Inc. კომპოზიციის Funkytown ქავერ ვერსიას ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსინგზე ჯეკ ანტონოვმა იმუშავა.

საუნდტრეკების ალბომში აგრეთვე ისეთი არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, როგორებიც არიან: ფიბი ბრიჯერსი, კალი უჩისი, ქეროლაინ პოლაჩეკი, H.E.R., Bleachers, Thundercat, Weyes Blood, Brockhampton და სხვა.

ბრიჯერსი The Carpenters-ის Goodbye to Love-ს დააქავერებს, ბენდი Bleachers ჯონ ლენონის სიმღერას Instant Karma!, H.E.R. შეასრულებს Sly and the Family Stone-ის კომპოზიციას Dance to the Music, დაიანა როსი და თეიმ იმპალა კი ერთობლივ ტრეკს Sunshine შემოგვთავაზებენ. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 1 ივლისს ჩაეშვება.

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის სამი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა. მუსიკოსს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგომ MTV Movie & TV Awards-ის ჯილდო მიიღო

შემდეგი სტატია

ნახეთ: ანდერსონ ფექი Vans-თან ერთად კოლექციას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი