პროდიუსერ Metro Boomin-ის დედა, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

Andrew Lipovsky/NBC

პოპულარული ამერიკელი პროდიუსერის, ლელანდ უეინის, იგივე Metro Boomin-ის დედა, ლესლი ჯოან უეინი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ინფორმაციას ტაბლოიდი TMZ ავრცელებს. ახლო მომავალში ექსპერტიზაც ჩატარდება, რის შემდეგაც ქალის სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად გახდება ცნობილი.

“თიემზი” ასევე აღნიშნავს, რომ ლესლი უეინმა შვილები შტატ მისურის ქალაქ სენტ ლუისში გაზარდა და სწორედ მან წაახალისა მეთრო ბუმინი, რომ მუსიკალური მოღვაწეობა დაეწყო.

პროდიუსერი პირველად ბილბორდის არტისტების ჩარტში 2017 წელს გამოჩნდა, 2020 წელს კი მასში მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ის ცხელ ასეულში 31-ჯერ არის მოხვედრილი, ორჯერ ტოპ ათეულში კომპოზიციებით Runnin და Mr. Right Now.

მეთრო ბუმინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. დღემდე მუსიკოსმა სამი კოლაბორაციული ნამუშევარი გაავრცელა. პირველი მათგანი 21 Savage-თან ერთად შექმნილი EP სახელწოდებით Savage Mode გახლავთ, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2017 წელს არტისტებმა კვლავ ითანამშრომლეს. მათ ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს, რომელშიც ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos წევრი, ოფსეტიც მონაწილეობს. რამდენიმე თვეში მეთრომ და დეტროიტელმა რეპერმა, ბიგ შონმა გაყიდვაში ალბომი Double Or Nothing ჩაუშვეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მან არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალი დაწერა, მათ შორის ფოსთ მელოუნის ბრილიანტის სტატუსის მქონე ტრეკის Congratulations. 2018 წლის ნოემბერში კი ბუმინმა სადებიუტო სოლო ალბომი Not All Heroes Wear Capes გამოსცა, რომელმაც პლატინის სტატუსი მალევე მოიპოვა და Billboard 200-ის სათავეშიც მოხვდა. 2020 წელს გაყიდვაში “სევიჯ მოუდის” მეორე ნაწილი ჩაეშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Georgia on My Mind ასრულებს

შემდეგი სტატია

შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი