ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

ფოტო: Vivien Killilea/Getty Images

პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი და მისი პერსონალური მწვრთნელი, სემ ასგარი დაქორწინდნენ. გამოცემა People-ის ინფორმაციით, წყვილმა საქორწინო ცერემონია ლოს ანჯელესში გამართა და 60 სტუმარი მოიწვია, რომელთა შორისაც პერის ჰილტონი, დრიუ ბერიმორი და მადონა იყვნენ. მომღერალი კვარცხლბეკთან ელვის პრესლის სიმღერის Can’t Help Falling in Love ფონზე მივიდა.

ბრიტნი სპირსმა 15 წლის ჯასტინ ბიბერთან შეხვედრა გაიხსენა

მუსიკოსმა დაგეგმილი ქორწილის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ კაბას დონატელა ვერსაჩე უკერავდა. მიმდინარე წლის 8 მაისს კი მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა.

“დიახ, ეს ჩემი კაბის ფატაა”, – დაწერა ბრიტნიმ სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Britney Spears (@britneyspears)

ასგარიმ კი გაამხილა, რომ მან და ბრიტნიმ ქორწინების თარიღი დედის დღეს ჩანიშნეს.

“ჩვენი ცხოვრება ნამდვილი ზღაპარია. გილოცავ დედის დღეს, მომავალო დედოფალო. დიდი დღე უკვე ჩანიშნულია, მაგრამ მის შესახებ ვერავინ გაიგებს”, – დაწერა მან ინსტაგრამის სთორიში.

სპირსი და ასგარი შარშან, სექტემბერში დაინიშნენ. მათ ერთმანეთი 2016 წელს კლიპის Slumber Party გადაღებებზე გაიცნეს. 2004 წელს ბრიტნი სკოლის მეგობარ ჯეისონ ალექსანდერზე დაქორწინდა, რომელსაც 55 საათში დაშორდა. არსებული ინფორმაციით, ჯეისონმა გუშინ ცერემონიის ჩაშლა სცადა. მომღერალი ასევე კევინ ფედერლაინზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ორი ვაჟი, ჯეიდენი და შონი შეეძინა. წყვილი 2007 წელს განქორწინდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: დემი ლოვატომ პოპ პანკ სინგლი Skin of My Teeth გამოუშვა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ჰოლზი ახალ სიმღერას So Good ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი