პლატფორმა Hulu-ზე სატელევიზიო შოუს Only Murders in the Building მეორე სეზონის თრეილერი გამოქვეყნდა. სცენარის თანახმად, პერსონაჟები ჩარლზ-ჰეიდენ სევეჯი, ოლივერ პუტნამი და მეიბელ მორა, რომლებსაც მიმდევრობით სტივ მარტინი, მარტინ შორთი და სელენა გომესი ასახიერებენ, კრიმინალურ ლაბირინთში იკარგებიან, როდესაც ცდილობენ, გაარკვიონ, ვინ ცდილობს, დააბრალოს მათ შენობაში მომხდარი მკვლელობა.
ამასთან, ვიდეოდან ირკვევა, რომ მაყურებელი ახალ სეზონში ბევრ ახალ სახეს იხილავს, მათ შორის: ემი შუმერს, კარა დელევინს, შირლი მაკკლეინსა და სხვებს.
კვირის დასაწყისში სელენამ გამოცემა The Hollywood Reporter-ის პოდკასტში Awards Chatter თავის პერსონაჟთან მსგავსებაზე ისაუბრა:
გომესმა აგრეთვე გაიხსენა, როგორი იყო პარტნიორებთან, მარტინთან და შორთთან ერთად მუშაობა:
სერიალის Only Murders in the Building რიგით მეორე სეზონის პრემიერა პლატფორმა Hulu-ზე 28 ივნისს შედგება.
მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში მას სამი ალბომი Stars Dance, Revival და Rare აქვს გამოშვებული. თითოეული მათგანი Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. არტისტს ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. აღსანიშნავია, რომ 2008-12 წლებში სელენა აგრეთვე ბენდში Selena Gomez & the Scene მღეროდა.