ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის Led Zeppelin ყოფილი ფრონტმენი, რობერტ პლანტი რადიოსადგურს Apple Music 1 სტუმრობდა. კანადელ წამყვან ჯორჯ სტრომბოლოპოლუსთან ინტერვიუში მუსიკოსმა გაამხილა, რომ მას წარსულში ცნობილ სატელევიზიო შოუში Game of Thrones მონაწილეობა შესთავაზეს. “არ მინდა, იმ არტისტად ვიქცე, რომელიც სულ ერთი ტიპის როლს ასრულებს”, – იხუმრა პასუხად პლანტმა.
Did you know Robert Plant was offered a role in Game of Thrones? Here's why he turned it down. pic.twitter.com/vc00AenZNq
— George FKN StroumbouloPHÒulos 🐺 (@strombo) June 14, 2022
Game of Thrones-ის ბოლო ეპიზოდის პრემიერა 2019 წლის 19 მაისს შედგა. მან სერიალს რეკორდული 19,3 მილიონი ნახვა ქვიმოუტანა.
რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. მისი სოლო დისკოგრაფია 11 სტუდიურ ალბომს ითვლის. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.