პლატფორმა Hulu-მ მუსიკოს მეშინ გან ქელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Machine Gun Kelly’s Life in Pink თრეილერი გაავრცელა. პრესრელიზის თანახმად, სურათი მოგვითხრობს კარიერის მწვერვალში მყოფი არტისტის აღმასვლებსა და დაღმასვლებზე, ვარსკვლავობაზე, მამობაზე და მის სხვა ცხოვრებისეულ მოვლენებზე.
დოკუმენტური სურათის Life In Pink პრემიერა პლატფორმაზე ახლო მომავალში შედგება. გავრცელებულ თრეილერში მაყურებელი დრამერ ტრევის ბარკერსაც იხილავს.
კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.