ნახეთ: ჰარი სტაილზმა კონცერტზე პირველ მასწავლებელს მიმართა

ფოტო: Kevin Winter/GI for The Recording Academy

ინგლისელი მომღერალი, ჰარი სტაილზი მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე 26 000 ადამიანის წინაშე კონცერტს მართავდა, როდესაც შეჩერდა და დამსწრეთა შორის თავისი პირველი მასწავლებლის ძებნა დაიწყო.

ნახეთ: ჰარი სტაილზი ფილმის My Policeman თრეილერში

“მინდა, აუდიტორიაში ვიღაც ვიპოვო. ასე რომ, გთხოვთ, გაჩუმდეთ. უნდა მოვძებნო ის ადამიანი. ჩემი სკოლის პირველი მასწავლებელი აქ არის. მას მისის ვერნონი ჰქვია. ზუსტად ვიცი, რომ აქ არის. ვეცდები, დავინახო. მისის ვერნონ, ხომ აქ ბრძანდებით? აი, მისის ვერნონი. როგორ ხართ? გავიგე, რომ პენსიაში გადიხართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეთ ჩემი ჩამოყალიბების პროცესში. დიდი მადლობა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ ამ საღამოს აქ ხართ”, – მიმართა ჰარიმ მასწავლებელს ვიდეოში, რომელიც TikTok-ის მომხმარებელმა სახელად @goodiesbyjenny გადაიღო, ტელეკომპანია CBS News-მა კი გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამჟამად ტურნეს Love on Tour მართავს, რომელიც 11 ივნისს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიხსნა.

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Drake დაუანონსებლად ახალ ალბომს Honestly, Nevermind ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Machine Gun Kelly-ზე გადაღებული ფილმის თრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“
მეტი

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ - მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი ახალი ალბომი როკით არის შთაგონებული

ინტერვიუში როდრიგო ასევე შეეხო თავის სადებიუტო ალბომს Sour და აღნიშნა ნამუშევრის შექმნისას მისი უდიდეს მუსიკალურ ინსპირაცია - ტეილორ სვიფტი იყო.
მეტი

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი ათი წლის წინ წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონის კომპანიებს (MJJ Productions და MJJ Ventures) ვალდებულება ეკისრებოდათ, მომღერლის ძალადობისგან დაეცვათ.
მეტი

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ - წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მეტი