კარდაშიანი: ქანიე, მადლობა, რომ ჩვენი შვილების საუკეთესო მამა ხარ

ფოტო: Emma McIntyre/VF20/WireImage

ამერიკელმა ტელევარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა ყოფილ ქმარს, მუსიკოს ქანიე ვესთს საუკეთესო მამობისთვის მადლობა გადაუხადა. 

“მადლობა, რომ ჩვენი შვილების საუკეთესო მამა ხარ და ძალიან გიყვარს ისინი”, – დაწერა კიმმა ინსტაგრამზე. აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად პიტ დევიდსონს ხვდება.

კარდაშიანმა მამის დღე აგრეთვე გარდაცვლილ მშობელს, რობერტ კარდაშიანსა და მამინაცვალ კეიტლინ ჯენერს მიულოცა.

“გილოცავ მამის დღეს, საუკეთესო მამავ მსოფლიოში. ბავშვებმა ძალიან საყვარელი რჩევები მომცეს, როგორ უნდა მომელოცა შენთვის ეს დღე, როდესაც სამოთხეში ხარ. მენატრები და მთელი სულით მიყვარხარ”, – დაწერა კიმმა სოციალურ ქსელში.
“მადლობა, რომ გაგვზარდე და საუკეთესო მამინაცვალი იყავი”, – მიმართა მან კეიტლინ ჯენერს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beyonce ახალ ალბომს Renaissance აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: 81 წლის ნილ დაიმონდი Sweet Caroline-ს მღერის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი