ნახეთ: ფოტოები 2022 წლის BET Awards-იდან

ფოტო: Aaron J. Thornton/GI for BET

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში ყოველწლიური დაჯილდოება BET Awards  ჩატარდა, რომელსაც უკვე მეორედ მსახიობი ტარაჯი პი ჰენსონი გაუძღვა.

ნახეთ: 2022 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დოჟა ქეთი დაჯილდოების ცერემონიაზე ექვს, დრეიქი და არი ლენოქსი კი ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. რეპერმა Diddy-მ კი საღამოზე კარიერაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის პრესტიჟული ჯილდო მიიღო, რის შემდეგაც სცენა პერფორმანსისთვის ძველი თაობის ვარსკვლავებთან: მერი ჯეი ბლაიჯთან, ნასთან, ბასტა რაიმსთან და სხვებთან ერთად დაიკავა.

საღამო მუსიკოსმა ლიზომ ახალი სიმღერით About Damn Time გახსნა. ღონისძიების სცენაზე ვიხილეთ სხვა არტისტებიც: ჯეკ ჰარლოუ და ბრენდი, მერაია ქერი და ლატო და სხვები.

გთავაზობთ ფოტოკადრებს 2022 წლის BET Awards-იდან:

ბილი პორტერი, ლენა ვეითი და სინტია ერივო

ფოტო: Paras Griffin/GI for BET

ბილი პორტერი, ლენა ვეითი და სინტია ერივო მაიკროსოფტის თეატრში 2022 წლის BET Awards-ს დაესწრნენ.

Fireboy DML

ფოტო: Aaron J. Thornton/G for BET

ნიგერიელი მომღერალი Fireboy DML თეატრის სცენაზე კომპოზიციას ასრულებს.

Joey Bada$$ & Chance the Rapper

ფოტო: Aaron J. Thornton/GI for BET

BET Awards-ის სცენა დაიკავეს ჰიპ ჰოპ არტისტებმა, ჯოუი ბედესმა და ჩენს დე რეპერმა.

კირკ ფრანკლინი & Maverick City Music

ფოტო: Christopher Polk

ამერიკელი მუსიკოსი, კირკ ფრანკლინი კოლექტივის Maverick City Music წევრებთან, ბრენდონ ლეიქთან და ჰეროლდ ბრაუნთან ერთად პერფორმანსით წარდგა.

ჯეკ ჰარლოუ და ლილ უეინი

ფოტო: Christopher Polk

ცერემონიის მაყურებელმა ასევე იხილა რეპერების, ჯეკ ჰარლოუსა და ლილ უეინის პერფორმანსი.

ჯეკ ჰარლოუ და ბრენდი

ფოტო: Christopher Polk

ჯეკ ჰარლოუ BET Awards-ის სცენაზე მომღერალ ბრენდისთან ერთადაც გამოვიდა.

ლიზო

ფოტო: Leon Bennett/GI for BET

მომღერალმა ლიზომ მაიკროსოფტის თეატრში ღონისძიება მბრწყინავი კოსტიუმით შემოსილმა გახსნა.

მუნი ლონგი

ფოტო: Leon Bennett/GI for BET

დაჯილდოების დამსწრეთა წინაშე პერფორმანსით წარდგა ახალბედა მუსიკოსი, მუნი ლონგიც.

შონ დიდი კომბსი

ფოტო: Christopher Polk

ჰიპ ჰოპ არტისტ და პროდიუსერ Diddy-ს საღამოზე BET Awards-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა კარიერული მიღწევებისთვის.

ბრუნო მარსი

ფოტო: Amy Sussman/GI

მაიკროსოფტის თეატრს ესტუმრა მუსიკოსი ბრუნო მარსიც.

მერაია ქერი

Kevin Winter/GI

ყოველწლიურ დაჯილდოების სცენაზე მაყურებლებმა პოპვარსკვლავი მერაია ქერიც იხილეს. პერფორმანსის შემდეგ მან დამსწრეთა ოვაცია დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: 2022 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

ქარდი ბი ახალ სინგლს Hot Sh*t აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ჯონი მიტჩელი პირველად იმღერებს გრემის დაჯილდოებაზე არიზის ცნობილ ჯაზ-კლუბში საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, Berklee College of…
მეტი