ქარდი ბი ახალ სინგლს Hot Sh*t აანონსებს

ფოტო: Rich Fury/GI

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ახალ სინგლს Hot Sh*t აანონსებს, რომელიც 1 ივლისს ჩაეშვება გაყიდვაში. ამის შესახებ მუსიკოსმა ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა.

ნახეთ: ქარდი ბი და ტიანა ტეილორი პროექტის Cardi Tries ახალ ეპიზოდში

“ჩემი ახალი კომპოზიცია Hot Sh*t ამ პარასკევს, 1 ივლისს ყველგან იქნება ხელმისაწვდომი”, – დაწერა მან ტვიტერზე და პოსტს მოკლე თიზერი დაურთო.

ეს პირველი სინგლი იქნება 2021 წლის ნამუშევრის Up შემდეგ, რომელიც მაშინ ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. მანამდე კი შემსრულებელმა ჰიტი WAP გამოუშვა, რომელიც 2020 წელს ხსენებული ჩარტის სათავეში ოთხი კვირის განმავლობაში დარჩა.

თაყვანისმცემლები რეპერისგან ახალ ალბომსაც ელიან. ქარდიმ 2018 წელს გამოუშვა სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი ჩანაწერი Invasion of Privacy, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი გახდა.

“როდესაც მომავალი ნამუშევრის შესახებ სიახლე მექნება, აუცილებლად შეგატყობინებთ”, – დაწერა მიმდინარე წლის მაისში არტისტმა ტვიტერზე.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ფოტოები 2022 წლის BET Awards-იდან

შემდეგი სტატია

BTS-ის ჯეი-ჰოუპი სოლო ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი