ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფსევდონიმით Megan Thee Stallion ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას გაამხილა, რომ მომღერალ ლედი გაგას დიდი თაყვანისმცემელია. გამოქვეყნებულ ვიდეოში რეპერი გაგას 2009 წლის ჰიტს Bad Romance უსმენს და კლიპის ქორეოგრაფიის გამეორებას ცდილობს.
• ნახეთ: Megan Thee Stallion კლიპს Plan B ავრცელებს
ამის შემდეგ მუსიკოსმა 2008 წლის სიმღერას LoveGame მოუსმინა, რომელიც ლედი გაგას სადებიუტო ალბომში Fame არის შესული.
— v (@ViralMaterials) June 29, 2022
მეგანსა და ლედი გაგას წარსულში არ უთანამშრომლიათ. მიმდინარე წლის მარტში რეპერმა მომღერალ დუა ლიპასთან ჩაწერა კომპოზიცია Sweetest Pie, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-15 პოზიციაზე გავიდა. 2021 წელს კი ჰიპ ჰოპ არტისტმა დოჟა ქეთთან ერთად არიანა გრანდეს ჰიტის “34+35” რემიქსზე იმუშავა.
მეგან პიტმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მან გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა. მეგანს სამი გრემის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში. ის მეორე რეპერია ლორინ ჰილის შემდეგ, რომელმაც ეს ნომინაცია მოიგო.