ელტონ ჯონისა და ბრიტნი სპირსის დუეტის ვიდეოკლიპი – ინტიმურობის ფერადი დემონსტრაცია

თავად სუპერვარსკვლავები კლიპში არ ჩანან.
“Hold Me Closer” – კადრი ვიდეოკლიპიდან

დუეტის ჩაწერის გასაჯაროებიდან ერთი თვის შემდეგ, ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა სიმღერაზე “Hold Me Closer”  უკვე ვიდეოკლიპიც წარმოგვიდგინეს.

თავად მომღერლები კლიპში არ ჩანან. ვიდეოში, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა ტანია მუინომ გადაიღო, მოცეკვავეები მეხიკოს ფონზე  თანამედროვე  ქორეოგრაფიას ასრულებენ. 

“ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტნისთან ერთად გავიზარდე. ვიდეორეჟისორობაც სწორედ მისი კლიპის “Slave For You” ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. ელტონ ჯონი კი სიმბოლოა, რომლის სიმღერებზეც მთელი მსოფლიო გაიზარდა. ამ ვიდეოს რომ ვიწყებდი, ვიცოდი, რომ აუდიტორიას დიდი მოლოდინი ექნებოდა. მქონდა პასუხისმგებლობა, რომ რაღაც მოულოდნელი და განსხვავებული უნდა გამეკეთებინა. ცეკვა ისეთი თანამედროვე და პროგრესული უნდა ყოფილიყო, რომ ელტონს და ბრიტნის ეამაყათ. ეს ჯადოსნობა რომ გადაგვეღო, მეხიკოში ჩემს ყველა საყვარელ ადგილას ვიყავით. მოვიყვანეთ ქორეოგრაფი ჯეიკობ ჯონასი, რომელიც დღეს საუკეთესო თანამედროვე ქორეოგრაფიას ქმნის. Საუკეთესო მოცეკვავეები, გუნდი და მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ადგილებზე წვდომა ჩვენთვის მარტივი გახდა, რადგან ყველას სურდა ელტონ ჯონთან მუშაობა და მისი შემოქმედების ნაწილად ქცევა.” განაცხადა ტანია მუინომ პრესკონფერენციაზე. 

ელტონ ჯონმა კი ვიდეოკლიპი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დადო და დაწერა: “ნახეთ გასაოცარი ცეკვის ვიდეო, რომელშიც განუსაზღვრელი ინტიმურობის გრძნობაა, რაც დღეს ასე გვაკლია შფოთითა და არეულობით სავსე სამყაროში.”

ვიდეოკლიპის ნახვა შეგიძლიათ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Megan Thee Stallion: ლედი გაგას დიდი თაყვანისმცემელი ვარ

შემდეგი სტატია

ბარბარა სტრეიზანდი 1962 წლის ლეგენდარულ ჩანაწერებს ალბომად გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი