ბარბარა სტრეიზანდი 1962 წლის ლეგენდარულ ჩანაწერებს ალბომად გამოსცემს

თავის დროზე ეს მომღერლის სადებიუტო ალბომი უნდა ყოფილიყო.
Ბარბარა სტრეიზანდი Russell James*

ბარბარა სტრეიზანდი პირად კოლექციას მიუბრუნდა. ნოემბერში მისი 1962 წლის ღამის კლუბის ჩანაწერების პირველი ოფიციალური ალბომი გამოვა.

“ღამის  კლუბში ნამყოფიც კი არ ვიყავი, სანამ იქ არ ვიმღერე.” წერს მომღერალი. “ჯერ 2 სიმღერა ვიმღერე პატარა კლუბში კონკურსზე და მოვიგე. ამის დამსახურებით კი ამიყვანეს უფრო დახვეწილ კლუბში სახელად “Bon Soir”. ამან კი საბოლოოდ მიმიყვანა “კოლუმბია რეკორდსის” კონტრაქტამდე, რომელიც 1962 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. გეგმა ასეთი იყო – Ჩემი პირველი ალბომი კლუბში უნდა ჩაგვეწერა. თუმცა ამ ჩანაწერებს უკვე 60 წელია, ჩემს სეიფში სძინავთ. ახლა კი Ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს დღის შუქზე გამოვიტან და გაგიზიარებთ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი პირველი ალბომი “Live at the Bon Soir.” 

თავდაპირველად ეს ჩანაწერები სტრეიზანდის სადებიუტო ალბომად უნდა გამოცემულიყო. თუმცა საბოლოოდ თაროზე შემოდეს 1963 წლის “The Barbra Streisand Album-ის” სასარგებლოდ, რომელიც კლუბის 11 სიმღერის სტუდიურ ვერსიას აერთიანებდა. 

ახალ ალბომში 24 სიმღერა შევა. Მას ასევე მოჰყვება ბუკლეტი ისტორიული ჩანაწერებითა და ფოტოებით. 

“კლუბის აკუსტიკა არ არის ხმის ჩაწერისთვის შექმნილი. ამიტომ ვოკალის მიკროფონში ბევრი ინსტრუმენტის ხმა იპარება. თუ გვინდოდა, რომ, მაგალითად, ფორტეპიანოს ხმა დაგვწია, ვოკალის ხმაც ავტომატურად იწევდა. უახლესი ტექნოლოგიები გამოვიყენეთ, რომ ბარბარას და მისი ბენდის ნამდვილი ოსტატობა წარმოგვეჩინა.” ამბობს გრემის მფლობელი ხმის ინჟინერი იოჰემ ვან დერ სააგი.

Ბარბარა სტრეიზანდმა კი მსმენელს ასე მიმართა: “ვისურვებდი, რომ არსებობდეს რაიმე სიტყვა, მადლობის გარდა…”

მოუსმინეთ სიმღერას “Cry Me a River” ახალი ალბომიდან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონისა და ბრიტნი სპირსის დუეტის ვიდეოკლიპი – ინტიმურობის ფერადი დემონსტრაცია

შემდეგი სტატია

Ჰარი სტაილსი და ედ შირანი უკრაინის დასახმარებელ ლატარიაში მონაწილეობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი