გერმანელი მსახიობი და რეჟისორი  მარტინ ვუტკე საქართველოშია

„უსახელო ნაბიჭვრებისა” და “Homeland-ის” ვარსკვლავი სოხუმის თეატრში სპექტაკლს დადგამს.
მარტინ ვუტკე შეხვედრაზე სოხუმის თეატრში

თბილისს ცნობილი გერმანელი მსახიობი და რეჟისორი მარტინ ვუტკე ესტუმრა. ვუტკემ საერთაშორისო აღიარება კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებში” მონაწილეობით მოიპოვა, სადაც ის ადოლფ ჰიტლერის როლს ასრულებს.

სხვადასხვა დროს მარტინ ვუტკე მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფრანკ კასტორფი, ჰაინერ მიულერი, აინარ შლეიფი და სხვა.

თბილისში ჩამოსულმა მსახიობმა შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, მაყურებელთან და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან. ისაუბრა  საკუთარ კარიერაზე, თამაშის სტილსა და სამსახიობო ოსტატობაზე. მარტინ ვუტკემ მისთვის გამორჩეული რეჟისორების ნამუშევრებზე გაამახვილა ყურადღება და აუდიტორიას მათი ერთობლივი სპექტაკლებიდან  ნაწყვეტები უჩვენა. 

კადრი სპექტაკლიდან “ფაუსტი”, Რეჟისორი აინერ შლეიფი

შეხვედრაზე მარტინ ვუტკემ დამწყებ რეჟისორებს რჩევებიც გაუზიარა. „მთავარია თქვენი უნიკალური პრაქტიკა შექმნათ. ყოველმა ახალმა თაობამ საკუთარი მეთოდი უნდა იპოვოს და ამ მეთოდების მრავალფეროვნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად სიუჟეტი.”

მსახიობმა და რეჟისორმა ისაუბრა ამ ორი პროფესიის შერწყმის სირთულეებზეც. „ყველაზე რთული მომენტი ზუსტად ეს არის, როცა ხარ სპექტაკლის რეჟისორიც და მსახიობიც. მსახიობი პასუხისმგებელია საკუთარ როლზე, რეჟისორი კი მთლიან სპექტაკლზე. ასე რომ, როცა შენს სპექტაკლში თავადვე თამაშობ, დიდი გამოწვევაა, მიხვდე, როდის მიუშვა შენში მსახიობი და როდის დააბრუნო რეჟისორი. ეს პარტნიორებისთვისაც რთულია. წარმოიდგინეთ, როცა როლს თამაშობ და იცი, რომ ამ დროს შენი პარტნიორი რეჟისორის თვალით გიყურებს.”

მარტინ ვუტკე საქართველოში სოხუმის თეატრის მოწვევით ჩამოვიდა. 2023 წლის სეზონზე კი გერმანელი რეჟისორი ამავე თეატრის სცენაზე დადგამს სპექტაკლს იოსეფ როთის ნაწარმოების მიხედვით „ფრენა დასასრულის გარეშე.” 

„როცა დავით საყვარელიძეს პირველად შევხვდი ბერლინში, მან საქართველოში დამპატიჟა, თან მომიყვა აქ არსებული სიტუაციის შესახებ. და  უცებ ეს ნაწარმოები გამახსენდა. მოქმედება პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ხდება და ვფიქრობ, დღეს ძალიან აქტუალურია. მთელი ეს ამბავი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ სიტუაციასთან, რომელშიც დღეს ყველანი ვიმყოფებით. მგონია, რომ ეს სპექტაკლი კარგი სასხლეტი იქნება, რომ დავფიქრდეთ, ვისაუბროთ და გავიაზროთ, რა მდგომარეობაში ვართ ახლა.”

მარტინ ვუტკე და დავით საყვარელიძე

სპექტაკლის პრემიერა სოხუმის თეატრის სცენაზე შედგება. ამის შემდეგ კი დასი ნამუშევარს ბერლინში წაიღებს.

დავით საყვარელიძე, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„მარტინ ვუტკე ძალიან დიდი ვარსკვლავია და ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენთან არის. ბოლო დროს დიდია უცხოელების დაინტერესება ჩვენი თეატრის მიმართ, ამიტომ გადავდივართ საერთაშორისო პროექტებზე. შემდეგი იქნება ინგლისთან თანამშრომლობა, საიდანაც ძალიან ძლიერი რეჟისორი – მიკ გორდონი Ჩამოვა. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელიც მარტინ ვუტკემ შემოგვთავაზა, ეს არის ამბავი მუდმივ დევნილობაში მყოფ ადამიანზე. ვფიქრობთ, ძალიან უხდება ჩვენს თეატრს, რომელსაც 30 წელი უსრულდება დევნილობაში. სწორედ 2023 წელს სრულდება 30 წელიწადი, რაც აფხაზეთი დავკარგეთ. სიმბოლური თარიღია და გვინდა, ჩვენც ღირსეულად შევხვდეთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink Floyd-ის  ალბომის „Animals“ –  ის ხელახალი გამოცემის შემდეგ, ის კვლავ ბილბორდის ჩარტებში გვხვდება

შემდეგი სტატია

სიმღერა “Every Breath You Take” ჯგუფის The Police შესრულებით იუთუბზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) იუნესკოს მიერ 1948 წელს დაფუძნდა. საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი