„ჯეიმს ბონდის“ ცნობილი საუნდტრეკები

შირლი ბისის სიმღერებით დაწყებული, ადელის სიმღერა Skyfall -ით დამთავრებული – გადახედეთ ბილბორდის ჩამონათვალს და გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი „ჯეიმს ბონდის“ საუნდტრეკი.
ადელი,  BST Hyde Park-ს ჰაიდ პარკი 2022 წლის 2 ივლისი, ლონდონი

„მე მქვია ბონდი, ჯეიმს ბონდი“ – ყველასთვის ცნობილი ფრაზაა – ფილმიდან „ჯეიმს ბონდი“.  ბლოკბასტერს  გამოსვლის დღიდან სამოცი წელი შეუსრულდა. იუბილე ლონდონის სამეფო საკონცერტო დარბაზში,  The Sound of 007-ის კონცერტით აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრემიერა მომდევნო დღეს, ხუთ ოქტომბერს შედგა.

სანამ მსოფლიო ბონდის დღეს აღნიშნავდა, Billboard-მა  „ჯეიმს ბონდის“ ფილმების საუნდტრეკები განიხილა.

აგენტ 007-ის მთავარ მუსიკალურ ნაწარმოებებზე ყველაზე მეტი სიმღერა მომღერალმა შირლი ბისიმ შეასრულა. თავდაპირველად შირლიმ 1964 წელს სიმღერა Goldfinger – იმღერა. მოგვიანებით კი, 1971 წელს, უკვე კლასიკად აღიარებული სიმღერა Diamonds Are Forever თავის ჰიტ სიმღერების სიას შემატა.  ცნობისთვის  1965 წელს ჯეიმს ბონდის მეოთხე სერია გამოვიდა, სახელწოდებით  Thunderball  – ამავე სახელწოდების სიმღერა კი, ტომ ჯონსმა იმღერა. 1967 წელს კი, ფილმის მთავარი სიმღერა ნენსი სინატრამ (You Only Live Twice) – შეასრულა.

მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, საიდუმლო აგენტის ეკრანიზაციის შექმნილ საუნდტრეკებზე ისეთმა მუსიკოსებმა იმუშავეს როგორებიც არიან:  პოლ მაკარტნი და Wings – სიმღერით Live and Let Die; კარლი სიმონი – სიმღერით Nobody Does It Better;  შინა ისტონი – For Your Eyes Only; რიტა კულიჯი – All Time High.

ასევე, დიდი წარმატება ხვდა წილად  Duran Duran-ის მიერ შესრულებულ სიმღერას  A View to a Kill. 1985 წელს სიმღერა ბილბორდის  Hot 100-ში მოწინავე პოზიციას იკავებდა.

სხვადასხვა დროს, ფილმის საუნდტრეკზე მსოფლიო  ვარსკვლავებმა – მადონამ, შერილ ქროუმ, ჯეკ უაიტმა და ალიშია კისმა იმუშავეს. 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ადელმა ფილმის მუსიკა კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მისი შესრულებით   სიმღერამ –  Skyfall, 2013 წელს ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის“ „ოსკარი“ მიიღო. 

ბილბორდის გამოკითხვაში, ხმის მისაცემად გადადით ბმულზე და „ჯეიმს ბონდის“ თქვენთვის საყვარელი საუნდტრეკი გამოავლინეთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone – მა თავისი ქალიშვილის ინიციალებით ტატუირება გაიკეთა

შემდეგი სტატია

რესპუბლიკის ივენთ ჰოლში ინგლისური როკ-ბენდი Toploader კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი