Post Malone – მა თავისი ქალიშვილის ინიციალებით ტატუირება გაიკეთა

მიმდინარე წლის ივნისში რეპერს გოგონა შეეძინა.

Post Malone-ს  მისი 4 თვის ქალიშვილის სახელის ინიციალები – „DDP” შუბლზე აწერია.

ტატუ არტისტმა ჩად როუმ, თავის ინსტაგრამ გვერდზე Post Malone-ის სახის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მავთულხლართები, შავი ტუზი და დიდი ასოებით ინიციალები აქვს დახატული. Billboard-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით “DDP” რეპერის ქალიშვილის ინიციალებია.

„რამდენიმე წელია, რაც მე და @postmalone ერთმანეთს ვიცნობთ. მადლობა მას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტატუს გაკეთება მანდო. ეს ჩემთვის დიდი პატივია“ – წერს პოსტში ტატუ არტისტი ჩად როუ.

რეპერმა პირველად მაისში განაცხადა, რომ ის და მისი საცოლე შვილს ელოდებოდნენ, ერთი თვის შემდეგ კი, ჰოვარდ სტერნის  საავტორო რადიო გადაცემაში მსმენელს ამცნო, რომ მამა გახდა.

მუსიკოსი თავისი ოჯახური ცხოვრების დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, ცოტა ხნის წინ, აღიარა, რომ მამობა ძალიან ბედნიერს ხდის. 

იხილეთ Post Malone -ის ახალი ტატუ მისი ქალიშვილის პატივსაცემად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის მამულში ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე გაიმართა

შემდეგი სტატია

„ჯეიმს ბონდის“ ცნობილი საუნდტრეკები

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი