ბრიტნი სპირსმა გაამხილა, რომ მეურვეობის ქვეშ ყოფნის დროს, თავს ლამაზად არ მიიჩნევდა. „Მე ვიცი, რას ნიშნავს, გრძნობდე თავს მახინჯად.”

„არამიმზიდველად გამოვიყურებოდი. ჩემს კანში არ ვიყავი.”
VALERIE MACON/AFP/GI

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე იმ შედეგების შესახებ დაწერა, რაც მამამისის 13-წლიანმა მეურვეობამ მოუტანა. განსაკუთრებული ყურადღება კი გარეგნობაზე გაამახვილა. 

„მე ლამაზი ვიყავი მაშინ, როცა მშვიდად ვცხოვრობდი. შემდეგ კი ყველაფერი აირია. მეურვეობაში ყოფნის დროს საერთოდ არაფერს ვგრძნობდი… მოწყენილი ვიყავი. ფოტოსესიებზეც კი არ ვერეოდი ჩემს გარეგნობაში. უბრალოდ წესებს მივყვებოდი.”

პოპ-ვარსკვლავმა დაამატა, რომ მისი ოჯახი დაუცველობის გრძნობას უძლიერებდა. „მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი, ამიტომ არასდროს ვგრძნობდი თავს ლამაზად ან საკმარისად კარგად და ვფიქრობ, რომ ის, რამაც მე თავი ყველაზე მახინჯად მაგრძნობინა, იყო შიში. შიში იმისა, თუ რას გააკეთებდა მამაჩემი. შეშფოთებული ვიყავი და არამიმზიდველად გამოვიყურებოდი. თითქოს, Ჩემს კანში არ ვიყავი.” 

სპირსმა დაამატა, რომ ახლა ის თავის შინაგან სამყაროზე მუშაობს. „ესაა ჩემი სხეული, სხეულის ენა, სუნთქვა… როდის არის საუბრის დრო, როდის არის მოსმენის დრო და როდის არის ღრიალის დრო. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ვიპოვი ჩემი შინაგანი სილამაზის არსს. მამაჩემმა დიდი სამსახური გაწია, რომ ეს ასე არ ყოფილიყო.”

ბრიტნიმ გამომწერებს ასეთი შეკითხვითაც მიმართა: „რა ხდება ადამიანის გონებაში, როცა გადაწყვეტს, რომ სიძულვილით სავსე იყოს? რატომ?“

„ქალები, რომლებიც ოცნებებს მიჰყვებიან, სამწუხაროდ, ყოველთვის აწყდებიან კაცების შურსა და სიხარბეს. Მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ქალბატონებო, შეიგრძენით საკუთარი სილამაზე დღეს!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრისტინა აგილერა ახალ ვიდეოკლიპს აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ „პატარა ქალთევზას” პირველი პოსტერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი