Billboard -ის დადასტურებული ინფორმაციით, Beck – Arcade Fire-ს ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს აღარ გახსნის, მის ნაცვლად კი ჯგუფი Boukman Eksperyans გამოვა.
არსებობს მოსაზრება, რომ Arcade Fire-ის ვოკალისტ, ვინ ბატლერის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო Back -მა უარი თქვა ტურნეში მონაწილეობაზე. . ბატლერის წინააღმდეგ ბრალდებები, პირველად მუსიკალურ ჟურნალ Pitchfork-ში, 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. სადაც ოთხი ადამიანი მომღერალს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებდა. ბატლერმა აღნიშნული ფაქტები უარყო.
ჟურნალში თავად ბატლერის ჩვენებაც გამოქვეყნდა. მუსიკოსის თქმით, ჯგუფ Arcade Fire-ის წევრ რეჟინ შასანთან მას სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, ბატლერს მეუღლესთვის ეს ფაქტი არ დაუმალავს და მან ურთიერთობის შესახებ იცოდა.
„ჩვენ საკმაოდ არატრადიციული ქორწინება გვაქვს. მე მქონდა სასიყვარულო ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებსაც კონცერტებზე ვიცნობდი, სოციალურ მედიაშიც მქონია საკმაოდ უხამსი მიმოწერები, რა თქმა უნდა ამით არ ვამაყობ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ყოველთვის ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა. არასწორია თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს“ – აღნიშნა ბატლერმა.
„მე არასოდეს შევხებივარ ქალს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. კატეგორიულად უარვყოფ, რომ ვინმეს ვაიძულებდი სექსუალურ ურთიერთობას, ეს ცილისწამებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობები იყო ორმხრივად შეთანხმებული, ვწუხვარ თუ ვინმეს ჩემი საქციელით ვაწყენინე.“ აღნიშნა მომღერალმა.
„ცხოვრება სავსეა შეცდომებით და ტკივილებით, მე ვისურვებდი, რომ არასდროს ვყოფილიყავი ვინმეს ტკივილის მიზეზი.“ – ნათქვამია ბატლერის განცხადებაში.