ქარდი ბი ბიონსესგან მიღებულ საჩუქარს აზიარებს

„მადლობა, ბიონსე”, – წერს ქარდი, რომელსაც 30 წელი შეუსრულდა.
ქარდი ბი People’s Choice Awards-ის დაჯილდოებაზე
Alberto Rodriguez/E! Entertainment/NBCUniversal/NBCU Photo Bank via GI

ბიონსემ დაბადების დღის მისალოცი ბარათი და საჩუქარი გაუგზავნა ქარდი ბის, რომელმაც ახლახან 30 წლის იუბილე აღნიშნა. ქარდი ბიმ ინსტაგრამზე ყვავილების ვიდეო დადო. მათ თავზე კი მისალოცი ბარათი ჩანს, რომელზეც ბიონსე მხოლოდ ერთი ასოთი აწერს ხელს  – “B”

 „ქარდი, გილოცავ დაბადების დღეს! იმედი მაქვს, კარგი დრო გაატარე. სიყვარულით, B.”

ქარდი ბიმ დაბადების დღე ლოს ანჯელესში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. მისმა მეუღლემ, რეპერმა Offset იუბილარს ძვირადღირებული საათი აჩუქა. 

წინა თვეს ბიონსემ ვინილთან ერთად ქარდის ხელნაწერი წერილი გაუგზავნა.  „ქარდი ბის, შრომისმოყვარე, ლამაზ და ნიჭიერ დედოფალს. მადლობა, რომ ყოველთვის მხარს მიჭერ. პატივისცემით, ბიონსე.” ქარდი ამბობდა, რომ ამ წერილს  შუშის ჩარჩოში ჩასვამდა.

ნახეთ ქარდი ბის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მე გადმოვცურავ ზღვას“  – პრემიერა ვასო აბაშიძის სახელობის  ახალ თეატრში

შემდეგი სტატია

Beck –  ჯგუფ Arcade Fire -ის ტურნეს აღარ გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი