Creams-ის ლაივი დედაენის ბარში

Creams – 28 ოქტომბერს, „დედაენა ბარში“ მსმენელის წინაშე წარსდგა, სადაც თავისი საავტორო სიმღერები შეასრულა.

მუსიკოსი Creams, სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ქართულ თანამედროვე  სცენაზე. მისი ხმა, განსხვავებული სტილის მქონე ქაოტური ჟღერადობის მუსიკა და ინდივიდუალური ვიზუალი, ერთობლიობაში ძალიან საინტერესო სახასიათო არტისტის იმიჯს ქმნის, რომელიც, ქართველი მსმენელისთვის უცხო და გამორჩეულია.

Creams-ის ლაივი დედაენის ბარში

მუსიკოსის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა – SLEEP ON ME  – ამერიკული, ფანტასტიკური ჟანრის, პოპულარული სერიალის, „ლუციფერის,“ მეექვსე სეზონის, მე-5 სერიის საუნდრტრეკია. არტისტმა ამავე სახელწოდების მუსიკალური კრებულიც გამოსცა, რომელშიც მისი ოთხი სიმღერაა გაერთიანებული.

Creams – ნათია ჭიჭინაძის სასცენო სახელია, 2021 წელს მუსიკოსმა ბრიტანულ ხმის ჩამწერ სტუდია AWAL-თან გააფორმა კონტრაქტი. ამ ლეიბლთან ისეთ არტისტებს აქვთ ნამუშევარი როგორებიც არიან: ტომ იორკი, Moby, Little simz და სხვები.

28 ოქტომბერს, მუსიკოსი „დედაენა ბარში“ მსმენელის წინაშე წარსდგა, სადაც თავისი გამორჩეული, საავტორო სიმღერები შეასრულა. „დედაენა“ ერთგვარი მუსიკალურ ჰაბია ახალგაზრდა არტისტებისთვის, სადაც სცენა სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ხშირად ეთმობა. ყოველ სამშაბათს აქ Jamsession-ია, ყოველ კვირადღეს – HipHop Sundayz საღამოები იმართება.  

Creams

ნახეთ Creams-ის  მუსიკალური კრებული Sleep on me, რომელიც მომღერალმა 2021 წელს გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ადელი ტეილორ სვიფტს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპოზიტორს უწოდებს

შემდეგი სტატია

კონკურსი 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად  

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი