კონკურსი 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად  

,,წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად ,,ზურაბ ჟვანიას ფონდი” კონკურსს აცხადებს. 

2022 წლის განმავლობაში შექმნილი მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში შეეძლებათ. ესენია: 

  1. თეატრალური ხელოვნება
  2. კინოხელოვნება
  3. მხატვრული ლიტერატურა – პროზა
  4. მხატვრული ლიტერატურა – პოეზია
  5. მუსიკალური ხელოვნება
  6. სახვითი ხელოვნება
  7. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  8. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

,,წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი (როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური სახით). 
განცხადების გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე:
ზურაბ ჟვანიას ფონდი, ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N18, ბ-25.
tsinandlispremia@yahoo.com 

,,წინანდლის პრემიის” დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. 

„წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივითა და პატრონაჟით „წინანდლის პრემია” ხორციელდებოდა.

„წინანდლის პრემია“ თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას ემსახურება. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

პროექტი „წინანდლის პრემია 2022“ რამდენიმე ეტაპად ხორციელდება:
განაცხადების მიღება, კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრების შესწავლა-განხილვა, ჟიურის მიერ 24 ნომინანტის გამოვლენა და პროექტის დასკვნით ეტაპზე დარგის საგანგებოდ მოწვეული ექსპერტების მიერ ფინალისტი ნომინანტებიდან 8 ლაურეატის გამოვლენა.

საზოგადოებისთვის ლაურეატების ვინაობა ცნობილი უშუალოდ „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გახდება, რომელიც 2022 წლის დეკემბერში შედგება. 

მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულ ლაურეატებს ფულადი პრემია, წინანდლის პრემიის ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემათ. 

Პროექტი ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. 
Პროექტის მხარდამჭერი კომპანიებია: ,,გალფი”, ,,ბადაგონი”, ,,ბაზისბანკი”. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ,,წინანდლის პრემიის” დებულების, დეტალური ინფორმაციისა და საკონკურსო აპლიკაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: 

http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html 
www.zurabzhvania.ge

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Creams-ის ლაივი დედაენის ბარში

შემდეგი სტატია

ჰოლზის თქმით, მისი უდიდესი შთაგონების წყარო ყოველთვის გვენ სტეფანი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი