ადელი ტეილორ სვიფტს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპოზიტორს უწოდებს

მიუხედავად იმისა, რომ სუპერვარსკვლავს სვიფტის ახალი სიმღერა ჯერ არ მოუსმენია.
ადელი
England.Gareth Cattermole/GI

ღონისძიებაზე “Happy Hour With Adele”, რომელიც მომღერლის ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაციას მიეძღვნა, ადელს ტეილორ სვიფტის სიმღერაზე “Midnights” ჰკითხეს. მომღერალმა კი უპასუხა, რომ სიმღერა არ მოუსმენია. „ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ დღეში 12 საათს რეპეტიციაზე ვატარებდი. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ტეილორი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორია. ასე რომ, აუცილებლად მოვუსმენ მას. კოვიდის პერიოდში ძალიან მიყვარდა მისი ალბომების Folklore და Evermore მოსმენა.”

ტეილორ სვიფტის რიგით მეათე ალბომი უკვე პირველი ალბომი გახდა, რომელიც გამოშვებიდან პირველივე კვირაში შეერთებულ შტატებში მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა.

რაც შეეხება ადელს, 2023 წლის გრემის დაჯილდოების წლის ალბომის ნომინაციაში, შესაძლოა, ისევ ბიონსეს შეხვდეს, როგორც ეს 2017 წელს მოხდა. მაშინ ჯილდო ადელმა მოიგო. სამადლობელ სიტყვაში კი აღნიშნა, რომ ბიონსე მისი ცხოვრების ხელოვანია. 

ნახეთ ვიდეო, სადაც  ადელი ტეილორ სვიფტზე საუბრობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიქტორია ბექჰემის საყვარელი კარაოკე სიმღერა “Spice Girls-ის” ჰიტია

შემდეგი სტატია

Creams-ის ლაივი დედაენის ბარში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი