Noble Savage – თბილისის ღამის კლუბი, ისტორიული არქიტექტურით და განსხვავებული კონცეფციით

Noble Savage – თავისი არქიტექტურით, ინტერიერის ავთენტურობით, მწვანე დეკორით და მუსიკით, გამორჩეული ადგილია თბილისში.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე კლუბი – Noble Savage – თავისი არქიტექტურით, ინტერიერის ავთენტურობით, მწვანე დეკორით და მუსიკით, თითქოს თბილისური კლუბური ესთეტიკიდან ამოვარდნილი და სახეცვლილია, თუმცა სწორედ ეს არის ის დეტალები, რაც ამ ადგილს განსხვავებულს და გამორჩეულს ხდის.

კლუბი – Noble Savage

„კლუბის მთავარი კონცეფცია არის მისი  ძირითადი სივრცე, პირველ რიგში ეს არის განსხვავებული, არატიპური კლუბი.  მიუხედავად იმისა, რომ ადგილმდებარეობა კლუბის ანდერგრაუნდ სივრცეშია და აქ ხვდები მიწისქვეშა გადასასვლელის გავლით,  კლუბის ერთი ნაწილი  არ არის გადახურული და სრულიად ღიაა. სადაც მწვანე კუთხეები, ავთენტური მოზაიკა, კლუბის ღია სივრცეში ცეცხლი, მყუდრო, სასიამოვნო და გამორჩეულ ადგილს ხდის სტუმრებისთვის. ასევე კლუბს აქვს მეორე სივრცე, სადაც  უფრო საცეკვაო ადგილია,  უკრავს არტისტი და ხალხს აქვს დაღლილი სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვის და გართობის საშუალება.  ეს არის ისტორიული შენობა, სადაც ზურაბ წერეთლის მოზაიკა  არის  შენარჩუნებული,  აქ არის ასევე ანდროპოვის ყურების ინსტალაციაც, ვცდილობთ ისტორიული მნიშვნელოვანი დეტალები შევინარჩუნოთ.რაც შეეხება მუსიკას, ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობთ ქართველ არტისტებს,  ვუქმნით კომფორტულ გარემოს და ვცდილობთ ქართველი არტისტები ხშირად მოვიწვიოთ, მაგრამ ასევე ჩამოგვყავს უცხოელი, საერთაშორისო დონის  არტისტებიც.“ –  თეონა ელიზბარაშვილი – ივენთ პრომოუტერი.

თეონას თქმით, საქართველოში მსგავსი მიმართულების კლუბი არ არსებობს და სწორედ მისი მთავარი კონცეფციის გამო ეს ადგილი გამორჩეული და უნიკალურია. აქ ხშირად სრულდება ცოცხალი მუსიკაც. 

მარიამ მეტრეველი კლუბ Noble Savage-ის მენეჯერი: „კლუბი გაიხსნა 2019 წელს, ოქტომბერში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, სრულად პანდემიის შემდეგ კი, კლუბის Noble Savage-ის  “გრანდ ოფენინგი” წელს, 24 სექტემბერს გვქონდა.  მას შემდეგ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯერჯერობით ყოველ შაბათ დღეს. კონცეფტისგან გამომდინარე იქიდან, რომ არის სპეციფიკური ტიპის კლუბი, განათებიდან დაწყებული ყველა დეტალით დამთავრებული – გასნხვავებულია.  აქ მუშაობდნენ ბერლინელი ხმის ინჟინრები და განათების ინჟინრები – ეს ყველაფერი ისეთი სხვანაირი და გამორჩეულია, რომ შესაბამისად აქაურობას, უფრო ფერადი, ჭრელი, მხიარული, ლამაზი მუსიკა უხდება. გამომდინარე აქედან, ის მუსიკოსები, არტისტები, რომლებსაც ჩვენ ვიწვევთ, არიან უფრო მეტად დისკო ჰაუსის მიმართულებით, უფრო ნათელ, მხიარულ და გასართობ მუსიკას სთავაზობენ აუდიტორიას. აქ არ არის ანდერგრაუნდ მიმართულების მუსიკა, რომელსაც ყველა კლუბში ვისმენთ. გვაქვს ასაკობრივი ზღვარიც დაწესებული, რომელიც +23 წელია.“

29 ოქტომბერს კლუბ Noble Savage-ში ჰელოუნის დღესთან დაკავშირებით Special Zombie Disco Edition -ივენთი გაიმართა, სადაც  აუდიტორიის წინაშე ორი ქართველი  არტისტი წარსდგა: კომუნა მზესუმზირას რეზიდენტი Alfreda Stieglitz, რომელიც სელექციონერი არტისტია და კლუბ Noble Savage-ში ძირითადად, მხიარულ დისკო ჰაუზის მუსიკას უკრავს და  Tobako Tween – იგივე ერეკლე თაბუკაშვილი, რომელიც მრავალმხრივი და საინტერესო არტისტია.

Alfreda Stieglitz
Alfreda Stieglitz

“ძირითადად ვუკრავ ხოლმე სელექციას, მაგრამ Noble Savage-ში ტიპურ სელექციას არ ვუკრავ, რასაც “მზესუმზირაზე” ან “ეზო ფესტივალზე” ვუკრავ ხოლმე. კლუბი მიმართულებით და ჟანრული მიმდინარეობით განსხვავებულია, ამიტომ ძირითადად აქაც სელექციას, მაგრამ უფრო დისკო ჰაუზს ვუკრავ. თვითონ კლუბი და ლოკაცია განსაკუთრებულია თავისი კონტექსტით, შენარჩუნებულია შიდა და გარე ინტერიერი. ბავშვობაში მახსოვს აქ სანაყინე იყო, წლების მერე, როცა შემოვედი, რაღაც ფილმის ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს, სორენტინოს ფილმში მეგონა თავი, ძალიან კომფორტული და კარგი გარემოა არტისტისთვის.“ – მუსიკოსი – Alfreda Stieglitz.

Tobako Tween – იგივე ერეკლე თაბუკაშვილი 7 წელზე მეტია რაც DJ-ია და კლუბ Noble Savage-შიც არაერთხელ დაუკრავს. 

Tobako Tween
Tobako Tween

“16-17 წლის ვიყავი, როდესაც აქტიურად  დავიწყე მუშაობა მუსიკის მიმართლებით. ფანქი, დისკო და სოული მომწონდა ბავშვობიდან ძალიან და ამ მუსიკის დაკვრა ამიტომაც გადავწყვიტე, თუმცა ელექტრონული მუსიკა არ არის დისკო და ფანქი, აქედან წამოვიდა ყველაფერი.  ჰაუს მუსიკაში ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი და დღემდე ამ მიმართულებას ვუკრავ.  კლუბ Noble Savage-ს სივრცე, სადაც დღეს ვუკრავ, ჩემთვის უფრო ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს. იმიტომ, რომ ეს მუსიკა, რაც დღეს უნდა დავუკრა, არის ჩემი ბავშვობა, კლასიკური ჰაუსი, 90-იანებში დაწერილი მუსიკა,  რაც დღემდე ძალიან მიყვარს. ეს არის სივრცე სადაც არტისტს აქვს საშუალება ისეთი მუსიკა შესთავაზოს მსმენელს, რასაც სხვაგან ვერ დაუკრავს. ასეთი სივრცეები ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მსგავსი მუსიკა იშვიათია თბილისში მოისმინო. ფანქი, დისკო კლასიკური ჰაუსი, რაც 90 -იანებში, 80-იანებშია დაწერილი. სამწუხაროდ ბევრი DJ-ამ მიმართლებით არ უკრავს და მათი რიცხვი საკმაოდ მწირია. თუმცა, ეს კლუბი ამის საშუალებას არტისტს აძლევს და ეს კარგია, როგორც მუსიკოსისთვის, ასევე იმ აუდიტორიისთვისაც, რომელთაც ეს მუსიკა უყვართ.

Noble Savage-ის  წარმომადგენლების თქმით კლუბი აქტიურად მუშაობს სამომავლო გეგმებზე და იდეებზე, აქ ყოველ შაბათს სხვადასხვა სახის ივენთები ტარდება. საახალწლოდ კი  გრანდიოზულ ღონისძიებასაც გეგმავენ. თუმცა დეტალები ჯერ არ გაამხილეს, მაგრამ სტუმრებს დაუვიწყარ და საოცარ საღამოს ჰპირდებიან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე თვალისმომჭრელი კაბით და ბლუ აივი ლურჯი კოსტიუმით – ფოტოები ღონისძიებიდან Wearable Art Gala

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანმა შვილები ჰელოუინისთვის 90-იანების მუსიკალურ ვარსკვლავებად გადააქცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი