მერაია კერი გამომწერებს უკვე საახალწლო განწყობას უზიარებს

მომღერალი ინსტაგრამის პოსტით გვატყობინებს, თუ რისი დრო მოდის
მერაია კერი ასრულებს სიმღერას “Oh Santa”
Terence Patrick/CBS/GI

ჰელოუინი დამთავრდა და დრო მოვიდა, საახალწლო მზადება დავიწყოთ. კალენდარზე პირველი ნოემბერია და მერაია კერიმ თავისი სეზონური პოსტით შეგვახსენა, თუ რისი დროა ახლა.

ვიდეო შავ-თეთრი სცენით იწყება, სადაც ჯადოქრად გადაცმული მომღერალი ჰელოუინის ფონზე ველოსიპედზე ზის. თუმცა კალენდრის 1-ლი ნოემბრის ფურცელი ყველაფერს ცვლის და უცებ ზამთრის ზღაპარში ვხვდებით. კერი გვატყობინებს, რომ “დროა” და, რა თქმა უნდა, იწყება სიმღერა “All I Want for Christmas Is You”.

მერაია კერი უდავოდ შობის დედოფალია ამ სიმღერით, რომელიც 1994 წელს გამოუშვა და ბოლო წლების განმავლობაში ბილბორდის ცხელ ასეულში რამდენჯერმე მოხვდა პირველ ადგილზე. “All I Want for Christmas Is You” ყველაზე პოპულარულ სადღესასწაულო სიმღერადაც დასახელდა.

ნახეთ მომღერლის პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუნუ გაბუნიას 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში  

შემდეგი სტატია

დავით მაღრაძის წიგნების პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი