დავით მაღრაძის წიგნების პრეზენტაცია

ავტორმა მკითხველს „პოეტის ეპისტოლე” და „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად” წარუდგინა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში დავით მაღრაძის წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. პოეტმა მკითხველს ლექსების კრებული „პოეტის ეპისტოლე” და წერილების კრებული „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად” წარუდგინა. ავტორმა საღამოზე ახალი კრებულიდან ლექსები წაიკითხა და სტუმრების კითხვებსაც უპასუხა.

დავით მაღრაძე:

„რასაც პოეზიის ენაზე ვწერ, მერე იმას ვთარგმნი ხოლმე ინტერვიუებისა და პუბლიცისტიკის ენაზე, რადგან პოეზიას არ ჰყავს ასე მასობრივად მხარდამჭერი და მკითხველი. ინტერვიუსა და წერილს კი, მგონი, უფრო კითხულობენ. და როცა გინდა, რომ მოსახლეობამდე სათქმელი მიიტანო, ყველანაირად ცდილობ ამას. ესე იგი, „პოეტის ეპისტოლე” პუბლიცისტიკის ენაზე რომ ვთარგმნოთ, იქნება „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად.” თვითონ განზრახვა და ემოცია უმეტესწილად ემთხვევა.

ერთ ლექსში ასეთი რამ მიწერია: „ღმერთმა შექმნა ადამიანი და სახელმწიფომ – მოქალაქე. პოეტი კი ცდილობს მოქალაქეში ადამიანი გადაარჩინოს.” ჯერ რამდენი საუკუნე დასჭირდა, რომ მოქალაქე ჩამოყალიბებულიყო და მერე ისეთი კულტი შეიქმნა მისი, რომ ადამიანი დაავიწყდათ. დღეს მორალური ქაოსის რელიგიაა შემოთავაზებული თეოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად. Მე ამის მომხრე არ ვარ, თუნდაც ქრისტიანობიდან გამომდინარე, რადგან ქრისტიანობის მთავარი ხიბლი – თავისუფალი არჩევანი იკარგება, როცა თავს მოხვეულია ქრისტიანობა და არა არჩეული. ასე რომ, კი, ჩემი აზრით, გადასარჩენია ადამიანი მოქალაქეში. Მე ვცდილობ, ამ საქმეს ვემსახურო და როგორ გამომივა, ეგ უკვე მკითხველმა შეაფასოს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია კერი გამომწერებს უკვე საახალწლო განწყობას უზიარებს

შემდეგი სტატია

Circus Mircus-ის კონცერტი MONO HALL-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი

ფოლკლორი, როგორც ქართული იდენტობის ცოცხალი მეხსიერება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელთან და დამაარსებელთან - გიორგი დონაძესთან.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი