თინეიჯერობის ასაკში დაწერილი ბობ დილანის  სასიყვარულო წერილები

ახალგაზრდა ბობ დილანმა 1957-59 წლებში, ბარბარა ენ ჰიუიტს ორმოცდაორი სასიყვარულო წერილი დაუწერა.
ბობ დილანი Roskilde-ის ფესტივალზე, 2019 წლის 3 ივლისი, დანია. ფოტო: ჯოზეფ ოკპაკო/რედფერნსი
ბობ დილანი Roskilde-ის ფესტივალზე, 2019 წლის 3 ივლისი, დანია. ფოტო: ჯოზეფ ოკპაკო/რედფერნსი

ბობ დილანის თინეიჯერობის ასაკში დაწერილი სასიყვარულო წერილების კოლექცია, რომელიც მან თავის სკოლის გულისწორს მიუძღვნა ბოსტონში აუქციონზე გაიყიდება.

ახალგაზრდა ბობ დილანმა 1957-59 წლებში, ბარბარა ენ ჰიუიტს ორმოცდაორი სასიყვარულო წერილი მისწერა, რომელიც ჯამში ას ორმოცდაათ გვერდს ითვლის. კომპანია RR  Auction-ის მიერ აუქციონზე გასატანი წერილები აქამდე არასდროს გასაჯაროებულა. ფოლკ-როკის საკულტო მომღერლის ეს პერიოდი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

დილანის დიდმა გულშემატკივარმა და RR Auction-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობ ლივინგსტონმა,  განაცხადა: „ეს არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული არქივი. კოლექცია, პირად სასიყვარულო წერილებს მოიცავს და ამბავს დილანის ცხოვრების შესახებ თავად ავტორი, პირველ პირში მოგვითხრობს“.

ჰიუიტის ქალიშვილმა ეს წერილები დედამისის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წელს აღმოაჩინა. წერილები კონვერტებში დილანის მიერაა ხელმოწერილი. აუქციონზე მისი საწყისი ფასი –  ორას ორმოცდაათი ათას დოლარს შეადგენს, ფსონის დადება კი 17 ნოემბერს შეწყდება.

კომპანია RR Auction – წერილების ზუსტ შინაარს არ აქვეყნებს, თუმცა აუქციონის სახლის თქმით წერილები დილანის თინეიჯერობის გატაცებებს და განცდებს გადმოსცემს. წერილებში საუბარია მის სიყვარულზე ჰიუიტის მიმართ, პოეზიაზე, მუსიკალურ გემოვნებაზე, ტანსაცმელზე და მანქანებზე.

სამწუხაროდ როგორც უმეტესი თინეიჯერული რომანი, ეს ისტორიაც დასრულდა. ერთ-ერთ ბოლო წერილში, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი ენ ჰიუიტს მისი გაგზავნილი ფოტოების დაბრუნებას  სთხოვს.

მაგრამ როგორც ჩანს, დილანს ის არ დავიწყებია. ჰიუიტის ქალიშვილის თქმით დილანმა დედამისს 1960-იანი წლების ბოლოს დაურეკა და კალიფორნიაში ჩასვლა სთხოვა, რაზეც ჰიუიტიმ უარით უპასუხა. 

ჟღალ თმიანი ჰიუიტი, ლივნიგსტონის თქმით, დილანის სიმღერების შთაგონების წყაროც იყო. მათ შორის არის სიმღერა Tangled Up in Blue, სადაც ფრაზა: „თუ მისი თმა კვლავ წითელია“ (If her hair was still red) ჰიუიტის უკავშირდება.

ენ ჰიუიტი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და დაქორწინდა, თუმცა შვიდი წლის შემდეგ 1970-იანი წლების ბოლოს განქორწინდა და მას ოჯახი აღარ შეუქმნია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა დედობის საუკეთესო მხარეებზე საუბრობს. „ის საოცარია”, – ამბობს მომღერალი საკუთარ ვაჟზე

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი - ფოტო: მერი მაკარტნი

პოლ  მაკარტნი კრებულის – The 7-ის გამოცემას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი