5 თვეა, რაც რიანას ვაჟი შეეძინა და ის ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშაა. საკუთარი თეთრეულის ხაზის ჩვენებაზე მიცემულ ინტერვიუში რიანამ ის რამდენიმე მომენტი გამოყო, რომლებიც მისთვის დედობას განსაკუთრებულს ხდის.
„ღმერთო ჩემო, დილა…როცა მის დილის სახეს ვხედავ! როცა იღვიძებს და შეკრთება. რომ ცდილობს, გაარკვიოს, რა ხდება. ეს ჩემი დღის ყველაზე საყვარელი ნაწილია. ის საოცარი და ბედნიერი ბავშვია.”
დედობამ რიანას საბავშვო ტანსაცმლის შექმნის შთაგონებაც მისცა. მომღერალი ამბობს, რომ შვილისთვის სასურველი ტანისამოსის შეძენა გაუჭირდა, ამიტომ ფიქრობს, თავად შექმნას ის.
„სულ ვფიქრობდი, რომ როცა შვილი გყავს, საბავშვო ნივთების კეთება კლიშეა. ეს, თითქოს, გაცვეთილი ნაბიჯი გახდა. მაგრამ როცა საყიდლებზე წავედი, მივხვდი, რომ, მგონი, მეც მჭირდება, ჩემით შევქმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მინდა, რომ ჩემს შვილებს ეცვათ. ჩემი იდეები გამიჩნდა.”
ამჟამად რიანა საკუთარი თეთრეულის ხაზითაა დაკავებული. ჩვენებაზე, რომელიც 9 ნოემბერს გაიმართა, მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯონი დეპი, კარა დელევინი, ირინა შეიკი და სხვები.