კანიე უესტმა ტვიტერის ანგარიში შეამოწმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა დონალდ ტრამპისა და სხვათა დაბლოკილი ანგარიშები აღადგინა.
„ტესტი ტესტი, ვნახოთ, თუ მოეხსნა ბლოკი ჩემს ტვიტერს.” ამის შემდეგ კი კიდევ ახალი ტვიტი დაწერა ტექსტით „შალომ”.
პოსტის ქვეშ ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა: „იქამდე, სანამ შემდეგ ტვიტს არ დაიწყებ სიტყვებით – დღეს ცოტა მეძინება”. კომენტარებში ასევე დადეს რეპერისა და ილონ მასკის ფოტო და კიდევ უამრავი მიმი.
კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში, ანტისემიტური განცხადებების გავრცელების გამო, დროებით დაბლოკილი იყო.
„დღეს ცოტა მეძინება, მაგრამ როცა გავიღვიძებ, მესამე დონის თავდაცვის რეჟიმზე გადავდივარ ებრაელ ხალხთან”, – დაწერა რეპერმა 8 ოქტომბერს. „სასაცილო ისაა, რომ რეალურად ანტისემიტი ვერ ვიქნები, რადგან შავკანიანებიც არიან ებრაელები. თქვენ მე გამაღიზიანეთ და მერე ეცადეთ, გაგერიყათ ყველა, ვინც თქვენს დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.”
ამის შემდეგ უესტი ტვიტერზე დაბრუნდა, თუმცა არა აქტიურად. ნოემბრის დასაწყისში მან დაწერა, რომ „მარხვას” იცავდა საუბრის, ალკოჰოლისა და სქესობრივი კავშირისგან.
ნახეთ კანიე უესტის ტვიტები
Testing Testing Seeing if my Twitter is unblocked
— ye (@kanyewest) November 20, 2022
Shalom : )
— ye (@kanyewest) November 20, 2022