25 ნოემბერს ჯგუფი LOUDspeakers Mono Hall-ში კონცერტს გამართავს

25 ნოემბერს Mono Hall-ში LOUDspeakers-ის ძველი და ახალი სიმღერები შესრულდება, მათ შორის, მათი უახლესი სინგლები „Hell On The Earth“ და „Jellyfish”.
LOUDspeakers
LOUDspeakers

„Mono Hall-ის კონცერტს ძალიან ველოდებით, მსმენელისთვის ბევრი სიურპრიზი გვაქვს. შევასრულებთ ახალ სიმღერებსაც და ქავერების მხრივაც სიახლეები გვაქვს.  ვფიქრობ,  ზოგადად Mono Hall-მა ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში თამასა ძალიან აწია.  ხალხი კონცერტში ფულის გადახდას მიაჩვია  და თან ბილეთის ფასიც გაზარდა, რაც დღევანდელ ალტერნატიულ მუსიკას ვფიქრობ შეესაბამება.  კონცერტზე ჩვიდმეტ სიმღერას დავუკრავთ, შეიძლება ცოტა მეტსაც. საღამოს ჩემს მეუღლესთან ერთად, თათასთან, შევასრულებთ რამდენიმე სიმღერას. სულ ცოტა დროა კონცერტამდე დარჩენილი, ნერვიულობა რა თქმა უნდა მატულობს და იმედია ბევრ ადამიანს ვიხილავთ.“ლევან ლაუდაძეLOUDspeakers -ის ვოკალისტი.

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers -ის ვოკალისტი

ალტერნატიულ ინდი როკ ჯგუფი LOUDspeakers 2009 წელს შეიქმნა.  მათი სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელია და მიმზიდველია.

LOUDspeakers-მა 2010 წელს Altervision/Newcomers-ზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელეს. მათი პირველი სოლო-კონცერტი კი 2011 წლის თებერვალში შედგა. აქედან მოყოლებული ჯგუფი აქტიურად და წარმატებულად განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას.

LOUDspeakers-ის ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ვოკალი – ლევან ლაუდაძე, კლავიში – სანდრო წიკლაური, ბასი – ლევან მამალაძე და დრამი – გიორგი ბულბულაშვილი.

მოუსმინეთ ჯგუფ LOUDspeakers-ს Deezer-ზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„უსმინე USMINE“-ს განსაკუთრებული LIVE სესია Leno Records-ში

შემდეგი სტატია

ჯეფ უანფორი, The Beatles Anthology-ის რეჟისორი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
წერილი

ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

ბენდმა იანვარში ახალი სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა
მეტი
საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

დუეტ Simon & Garfunkel-ის ეს სიმღერა პოლ საიმონმა და ჯორჯ ჰარისონმა შაბათის ღამის შოუში 1976 წელს შეასრულეს.
მეტი

ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

მძიმე მეტალის ჟანრის პიონერმა ოზი ოსბორნმა განაცხადა, რომ სიარული აღარ შეუძლია. მუსიკოსმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თავისი…
მეტი

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი