„უსმინე USMINE“-ს განსაკუთრებული LIVE სესია Leno Records-ში

„უსმინე USMINE“-ს ცოცხალი შესრულება – მომღერალი Jemmy Truth, მუსიკოსი Sophie Villy და ჯგუფი LOUDspeakers.

23 ნოემბერს პროექტ „უსმინე USMINE“-ს ფარგლებში, Leno Records-ში, მორიგი Live სესია გაიმართა. საღამოს ჯგუფი LOUDspeakers, მუსიკოსი Sophie Villy  და არტისტი  მარიამ იაქაშვილი (სასცენო სახელით Jemmy truth) მსმენელის წინაშე წარდგნენ.

მომღერალი – Jemmy truth

„უსმინე USMINE“ მუსიკალური პროექტია, რომელიც აუდიტორიას მხოლოდ ცოცხალ შესრულებას სთავაზობს. პროექტი 2019 წელს დაარსდა, მისი მიზანი კი, საქართველოში მოღვაწე მუსიკოსების ერთ სივრცეში თავმოყრა და ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციაა.

Sophie Villy

“ამ კონკრეტული „უსმინე USMINE“-ს Live-ის შემდეგ, პროექტის ფარგლებში დაიდება ვიდეო, სადაც მაყურებელი ჩემი ყველაზე ცნობილი სიმღერის შექმნის ისტორიას იხილავს. თუ როგორ გახდა ცნობილი, ჩემი ერთ-ერთი  სიმღერა Position, რომელიც უკვე ათი წლისაა. ეს არის პოლიტიკურ მოვლენებზე დაწერილი სიმღერა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. დღეს  კი, იგივე რეალობა გვაქვს. არაფერი შეცვლილა და უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რაც შეეხება თვითონ ამ პროექტს და ზოგადად Live ღონისძიებებს, ვთვლი, რომ ძალიან საჭიროა ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ბენდებმა იაქტიურონ. ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. დღეს ერთ-ერთი ახალგაზრდა მუსიკოსის, Jemmy truth-ის წარდგენაა, რომელსაც ჩვენც და Loudspeakers-ი ხელს ვუწყობთ. მე მივესალმები ყოველთვის ესეთ ფაქტებს, იმიტომ რომ თუ არ იქნება მუსიკოსებს შორის ერთობა, კოლეგიალურობა და ერთმანეთის გვერდში დგომა, იმ მოცემულობაში ვიქნებით დეკადების მერეც, როგორშიც ახლა ვართ.“ – მუსიკოსი Sophie Villy.

Sophie Villy

თანამედროვე და ცნობილი მუსიკოსების მოწვევის გარდა, პროექტი ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. „უსმინე USMINE“-ს ფარგლებში სწორედ ერთ-ერთი ნიჭიერი მუსიკოსის Jemmy truth-ს დებიუტი შედგა.

„ჩემთვის მუსიკა ყველაზე დიდი ჰიპნოზის ძალა და იარაღია, რომელიც კი არ გკლავს, გაცოცხლებს, სიცოცხლის უნარიანობას გძენს. „უსმინე USMINE“-ზე ჩემი გამოსვლა ძალიან სპონტანურად დაიგეგმა. ამჟამად ბენდთან ერთად გამოვდივარ, მათ ძალიან შემიწყვეს ხელი და ჩემგანაც ბენდს სრული თავისუფლება აქვს. რეალურად რომ ვთქვა, ძალიან დიდი ხანია ვუკრავ და ვმღერი, მაგრამ არავინ ჩემით ესე არ დაინტერესებულა. ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია არტისტს ჰყავდეს მენეჯერი, რომელიც ამ ყველაფერს მიხედავს და მოაგვარებს. ბენდის წევრებთან ერთად ამ საღამოს მე  ვაზიარებ პატივისცემას, სიყვარულს და ერთიანობას.“ – მომღერალი Jemmy truth.

Jemmy truth

„უსმინე USMINE“-ს LIVE სესიების დროს მუსიკოსების ცოცხალი შესრულების ვიდეოები, დოკუმენტური ფილმები და მოკლე ვიდეო ამბები მზადდება.

„როგორ გაიგო ყველამ“ – „უსმინე USMINE“-ს შვილობილი პროექტია, რომელიც მუსიკოსების ცნობილი ჰიტების შექმნის შესახებ მოგვითხრობს. 

LOUDspeakers

„უსმინე USMINE“-ს ფარგლებში პირველად ვიღებთ მონაწილეობას, ქართველი არტისტებისთვის და მუსიკოსებისთვის ეს პროექტი პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ ორი პროფესიონალურად გადაღებული, კარგი ვიდეო ექნებათ, რაც პორტფოლიოსთვის ზოგადად აუცილებელია. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პლუსიც სწორედ ეს არის.“ – ლევან ლოუდაძე LOUDspeakers-ის ვოკალისტი.

LOUDspeakers

LOUDspeakers-მა საღამოს რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მათ შორის, ახალი სიმღერა Jellyfish, რომლის ვიდეო კლიპიც გიორგი გვარჯალაძის (Gvaji) რეჟისორობით, სწორედ Leno Records-შია გადაღებული.

გვანცა ჯიშკარიანი – „უსმინე USMINE-ს“ დამფუძნებელი

უსმინე USMINE-ს პროექტი არის ცოცხალი კონცერტების სერია, რომელიც ერთ ადგილას არ ტარდება, თუმცა დაემთხვა ისე, რომ ბოლო ორი LIVE სესია  Leno Record-ში ჩატარდა. თავდაპირველად, პროექტის ფარგლებში მხოლოდ ცოცხალი მუსიკა სრულდებოდა, შემდეგ განვითარების პროცესში ახალი პროექტის იდეა გაჩნდა – „როგორ გაიგო ყველამ”, რომელიც ცნობილი ჰიტის შექმნის ისტორიას გვიყვება. Ასევე იქმნება დოკუმენტური ფილმები. პანდემიის პერიოდში „უსმინე USMINE“-მ  ფირფიტა გამოუშვა, სადაც 2019 წლის შვიდი საუკეთესო სიმღერაა შესული. „უსმინე USMINE“ – ეს არის დიდი ბაზა, სადაც  მელომანს, ერთ სივრცეში, ქართველი არტისტების, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.“ – გვანცა ჯიშკარიანი – „უსმინე USMINE-ს“ დამფუძნებელი.

უსმინეს LIVE სესია

მოუსმინეთ  „უსმინე USMINE“-ს ოფიციალურ Youtube არხზე 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დიმა დადიანის ახალი სინგლი „დასაშვებია”

შემდეგი სტატია

LOUDspeakers

25 ნოემბერს ჯგუფი LOUDspeakers Mono Hall-ში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი