დიმა დადიანის ახალი სინგლი „დასაშვებია”

„სინგლის ‘ქავერ’ ფოტო და სათაური პირდაპირ ამბობს, რაც არის ეს ტრეკი.”

დიმა დადიანმა ახალი სინგლი გამოუშვა სახელწოდებით „დასაშვებია”. Სხვა ნამუშევრების მსგავსად, ამ კომპოზიციაშიც ავტორი თავის სათქმელს მინიმალისტური მესიჯებით გადმოსცემს. ამ შემთხვევაში მუსიკას თან სულ ორი სიტყვა გასდევს –  „მორჩი” და „დასაშვებია”.

დიმა დადიანი:

სინგლის ‘ქავერ’ ფოტო და სათაური პირდაპირ ამბობს, ეს ტრეკი რაც არის. მუსიკას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ტექსტებიც მინიმალისტური მაქვს, ბევრი არც არის საჭირო – რაღაცების დაღეჭვა, მგონია, რომ არ არის აქტუალური. ერთი სიტყვაა საჭირო, რომ გადმოსცე შენი მთლიანი აზრი. მუსიკა იმხელა შესაძლებლობებს გაძლევს, რომ ამ ერთ სიტყვას შეიძლება მილიონი გაგება ჰქონდეს. მე ვაძლევ მესიჯს და ყველამ თავისებურად განავრცოს ის. დასაშვები” ისეთი სიტყვაა, ყოველთვის აქტუალური არის და იქნება.”

მუსიკოსი ამჟამად ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპზე მუშაობს, რომელსაც Leno Records-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.

მოუსმინეთ დიმა დადიანის სინგლს „დასაშვებია”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება

შემდეგი სტატია

„უსმინე USMINE“-ს განსაკუთრებული LIVE სესია Leno Records-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი