25 ნოემბერს ჯგუფი LOUDspeakers Mono Hall-ში კონცერტს გამართავს

25 ნოემბერს Mono Hall-ში LOUDspeakers-ის ძველი და ახალი სიმღერები შესრულდება, მათ შორის, მათი უახლესი სინგლები „Hell On The Earth“ და „Jellyfish”.
LOUDspeakers
LOUDspeakers

„Mono Hall-ის კონცერტს ძალიან ველოდებით, მსმენელისთვის ბევრი სიურპრიზი გვაქვს. შევასრულებთ ახალ სიმღერებსაც და ქავერების მხრივაც სიახლეები გვაქვს.  ვფიქრობ,  ზოგადად Mono Hall-მა ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში თამასა ძალიან აწია.  ხალხი კონცერტში ფულის გადახდას მიაჩვია  და თან ბილეთის ფასიც გაზარდა, რაც დღევანდელ ალტერნატიულ მუსიკას ვფიქრობ შეესაბამება.  კონცერტზე ჩვიდმეტ სიმღერას დავუკრავთ, შეიძლება ცოტა მეტსაც. საღამოს ჩემს მეუღლესთან ერთად, თათასთან, შევასრულებთ რამდენიმე სიმღერას. სულ ცოტა დროა კონცერტამდე დარჩენილი, ნერვიულობა რა თქმა უნდა მატულობს და იმედია ბევრ ადამიანს ვიხილავთ.“ – ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers -ის ვოკალისტი.

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers -ის ვოკალისტი

ალტერნატიულ ინდი როკ ჯგუფი LOUDspeakers 2009 წელს შეიქმნა.  მათი სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელია და მიმზიდველია.

LOUDspeakers-მა 2010 წელს Altervision/Newcomers-ზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელეს. მათი პირველი სოლო-კონცერტი კი 2011 წლის თებერვალში შედგა. აქედან მოყოლებული ჯგუფი აქტიურად და წარმატებულად განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას.

LOUDspeakers-ის ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ვოკალი – ლევან ლაუდაძე, კლავიში – სანდრო წიკლაური, ბასი – ლევან მამალაძე და დრამი – გიორგი ბულბულაშვილი.

მოუსმინეთ ჯგუფ LOUDspeakers-ს Deezer-ზე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„უსმინე USMINE“-ს განსაკუთრებული LIVE სესია Leno Records-ში

შემდეგი სტატია

ჯეფ უანფორი, The Beatles Anthology-ის რეჟისორი, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

მცენარეების მუსიკა  –  Pflanzenmusik – ინტერდისციპლინური ვორქშოპი გოეთეს ინსტიტუტში 

ვორქშოპი, რომელსაც ლევან შანშიაშვილი უხელმძღვანელებს, ბიოლოგიის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი