ჯგუფმა Rolling Stones ახალი ცოცხალი ალბომი დააანონსა. GRRR Live! 24 სიმღერას გააერთიანებს და 2023 წლის 10 თებერვალს გამოიცემა. ალბომში ის ჰიტები შევა, რომლებიც ჯგუფმა სამოც წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა. მათ შორის არის: Honky Tonk Women, Start Me Up, Get Off of My Cloud, Paint it Black და Miss You. GRRR Live! რამდენიმე ფორმატში გამოიცემა.
2012 და 2013 წელს Rolling Stones-მა ბენდის 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ტურნემ, სახელწოდებით 50 & Counting Tour, ოცდაათი მუსიკალური კონცერტი გააერთიანა. მათ შორის არის 2012 წლის 15 დეკემბერს ნიუარკში, Prudential Center-ში გამართული მუსიკალური შოუ, რომლის მსვლელობისას, ჯგუფმა არაერთი ვარსკვლავი სცენაზე მიიწვია. მათთან ერთად შესრულებული სიმღერების ნაწილი დაანონსებულ ალბომში შევა, მათ შორის არის დუეტები ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან: ლედი გაგა (Gimme Shelter), გარი კლარკ ჯუნიორი და ჯონ მეიერი (Going Down), Black Keys (Who Do You Love), ბენდის ყოფილი გიტარისტი მიკ ტეილორი (Midnight Rambler) და ბრიუს სპრინგსტინი (Tumbling Dice).
2012 წელს საიუბილეო შოუს ყურება გულშემატკივრებს დახურული მაუწყებლობით, ე.წ. Pay-per-view ფორმატით შეეძლოთ და ამ დრომდე, ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი არ ყოფილა. პრეს-რელიზის მიხედვით, კონცერტების ჩანაწერები ხელახლა გადამუშავდა. ასევე, კრებულის DVD და BluRay ფორმატს ბონუსის სახით დაემატება ნიუარკში, 13 დეკემბრის შოუზე გაჟღერებული სამი კომპოზიციაც.
იხილეთ Rolling Stones-ის დაანონსებული ალბომის ტრეკების სია:
CD1
- “Get Off Of My Cloud”
- “The Last Time”
- “It’s Only Rock ‘n’ Roll (But I Like It)”
- “Paint It Black”
- “Gimme Shelter” (with Lady Gaga)
- “Wild Horses”
- “Going Down” (with John Mayer and Gary Clark Jr)
- “Dead Flowers”
- “Who Do You Love?” (with The Black Keys)
- “Doom And Gloom”
- “One More Shot”
- “Miss You”
- “Honky Tonk Women”
- Band Introductions
CD2
- “Before They Make Me Run”
- “Happy”
- “Midnight Rambler” (with Mick Taylor)
- “Start Me Up”
- “Tumbling Dice” (with Bruce Springsteen)
- “Brown Sugar”
- “Sympathy For the Devil”
- “You Can’t Always Get What You Want”
- “Jumpin’ Jack Flash”
- “(I Can’t Get No) Satisfaction”