სერიალ The Crown-ის მეხუთე სეზონის საუნდტრეკი 90-იანი წლების, საკულტო ეპოქას გვახსენებს

სერიალ The Crown-ის საუნდტრეკი – ჰანს ზიმერის ნაწარმოების The Faithless-ის რემიქსია. სამწუთიანი მოგზაურობა თაყვანისმცემლებს 1990-იან წლებში, საცეკვაო მოედნებზე აბრუნებს.

ფილმების განვითარების ასპექტში მუსიკა განუყოფელ როლს თამაშობს. სატელევიზიო შოუს ან ფილმის საუნდტრეკმა, მაყურებელზე შესაძლოა ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვოს.

The Crown-ის მეხუთე სეზონი Netflix-ზე ამ თვის დასაწყისში  დაბრუნდა. მაყურებელი მსახიობთა საოცარ შემადგენლობას ნახავს. მათ შორის: იმელდა სტონტონი – დედოფალ ელიზაბეტ II-ს როლში, დომინიკ უესტი – პრინც ჩარლზის როლში და ელიზაბეტ დებიკი – პრინცესა დაიანას როლში.

ეს სერიალი სამეფო ოჯახის ახალ ეპოქაზე მიანიშნებს, რადგან 90-იანი წლების შემდეგ, ისინი იმ მოვლენებს მიჰყვებიან, რომელიც 1991-1997 წლებში განვითარდა. დამაჯერებლობის ხაზგასასმელად სერიალ The Crown-ის საუნდტრეკად ჰანს ზიმერის ნაწარმოების Faithless-ის რემიქსი შეიქმნა. ვიდეო 90-იანი წლების საკულტო გამოსახულებით, კოლაჟით და ანიმაციით არის წარმოდგენილი. პროდიუსერი ალისა ისააკი. 

1990-იანი წლები სამეფო ოჯახისთვის სენტიმენტებით და სკანდალით იყო მოცული. პრინცესა დაიანას მსგავსად, ეს პერიოდი მეამბოხე სულისკვეთებით იყო  განმსჭვალული.

ნახეთ, The Crown-ის საუნდტრეკი და უყურეთ სერიალის მეხუთე სეზონს   Netflix-ზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2022 წელს Drake Spotify-ზე ყველაზე ხშირად სხვა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავს უსმენდა

შემდეგი სტატია

„IN C თბილისი“ | ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი –  „სამეფო უბნის“ თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი