არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა საშობაო სიმღერის Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოსცეს

მომღერლებმა სიმღერა თავდაპირველად კელი კლარქსონის 2021 წლის სადღესასწაულო ალბომისათვის ჩაწერეს

არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა სადღესასწაულო სიმღერის, Santa, Can’t You Hear Me ცოცხალი ჩანაწერი გამოუშვეს. მომღერლებმა ეს კომპოზიცია NBC-ის სპეციალური საშობაო ეთერის დროს შეასრულეს. შოუს  კლარქსონი უძღვებოდა. 

კომპოზიციის Santa, Can’t You Hear Me სტუდიური ვერსია კელი კლარქსონის 2021 წლის ალბომში არის შესული, სახელწოდებით When Christmas Comes Around…  

2021 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც When Christmas Comes Around… გამოიცა, კლარქსონმა გრანდე თავის სადღესასწაულო ეთერში მიიწვია. არიანა გრანდემ და კელი კლარქსონმა სიმღერა სიმებიანი ორკესტრთან ერთად შეასრულეს. 

Courtesy Photo

საახალწლო ეთერიდან ერთი წლის შემდეგ, კელი კლარქსონმა სიმღერის ცოცხალი ჩანაწერის გამოშვება ინსტაგრამის მეშვეობით აუწყა თავის გამომწერებს. “დრო მოვიდა! განეწყვეთ სადღესასწაულოდ, მოუსმინეთ ჩემი და არიანა გრანდეს დუეტს  Santa, Can’t You Hear Me და დაამატეთ ის თქვენს სადღესასწაულო პლეილისტში

Ნახეთ ვიდეო, რომელშიც  არიანა გრანდე და კელი კლარქსონი ასრულებენ სიმღერას Santa, Can’t You Hear Me. ცოცხალი შესრულების აუდიო ჩანაწერს კი მოუსმინეთ აქ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კანიე უესტის ტვიტერის ანგარიში დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპერმა სვასტიკის ფოტო ატვირთა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი კრისტინ მაკვის პატივს Songbird-ის ქავერ ვერსიის სიმღერით მიაგებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი