My Mind & Me – სელენა გომესმა დოკუმენტური ფილმის კადრებით შექმნილი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

მუსიკალურ ვიდეოში Apple TV+-ის ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიდან კადრებია ნაჩვენები.

ნოემბრის დასაწყისში Apple TV+-ზე სელენა გომესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის,  My Mind & Me პრემიერა შედგა. ამჯერად კი მომღერალმა ამავე  სახელწოდების სიმღერის მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ვიდეო დოკუმენტური ფილმის კადრებით არის შექმნილი.

ვიდეოს გამხსნელ სცენაში ვხედავთ პიანინოსთან მჯდომ სელენა გომესს, რომელიც კომპოზიციის მელოდიას უკრავს. კლიპში ასევე ჩანს სიმღერის ჩაწერის ფრაგმენტები. ამის შემდეგ კი ვიდეოში შემოდის დოკუმენტური ფილმის კადრები, რომლებიც ასახავს სელენა გომესის სასცენო გამოსვლებს, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად გადაღებულ კადრებს, მოგზაურობის ეპიზოდებს და ასე შემდეგ. 

ჩემი გონება და მე/ ჩვენ ხანდახან ვერ ვეწყობით ერთმანეთს/ და სუნთქვა რთული ხდება/ მაგრამ მე არ შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას“ – ეს არის სიტყვები,  რომელიც სიმღერის ტექსტში გვესმის. 

დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, Billboard-მა სელენა გომესს ინტერვიუ ჩამოართვა. მომღერალმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ფილმის გამოშვებასთან დაკავშირებით ყოყმანობდა. 

რამდენჯერმე დავაპირე დოკუმენტური ნამუშევრის გამოშვება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სწორი დრო არ იყო“ – ამბობს გომესი –  “შემდეგ პანდემია დაგვატყდა თავს და უამრავმა ადამიანმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ დაიწყო საუბარი. იზოლაციისას ადამიანებს დეპრესია და შფოთვითი აშლილობები აწუხებდათ. მათ ეუფლებოდათ გრძნობები, რომლებიც ადრე არასდროს განუცდიათ. ვიმედოვნებ, რომ ეს ნამუშევარი გადაიზრდება დიალოგში, რაც საბოლოოდ ადამიანებს დაეხმარება”. 

იხილეთ მუსიკალური ვიდეო – My Mind & Me. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი კრისტინ მაკვის პატივს Songbird-ის ქავერ ვერსიის სიმღერით მიაგებს

შემდეგი სტატია

სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი