შერიმ კარგად იცის, რომ მისი და მისი მეგობარი ბიჭის 40 წლიანი ასაკობრივი სხვაობა დღეს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებს.
76 წლის ვარსკვლავი კელი კლარკსონის შოუს ეწვია, სადაც 36 წლის ბოიფრენდზე ალექსანდერ AE ედვარდსზე ისაუბრა. „საბუთებში, კი, სასაცილოა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ის საოცარია. და მე არ ვაწერ კაცებს თვისებებს, რომლებსაც არ იმსახურებენ. ედვარდსი ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი, ნიჭიერი და მხიარულია. ვფიქრობ, საკმაოდ სიმპათიურიც.”
კლარკსონმა შერის ჰკითხა, რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ, მისი აზრით, უფროსი ასაკის კაცებს ყოველთვის ეშინოდათ მისი. ვარსკვლავმა უპასუხა, რომ არავის შეხვდებოდა, მის ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცები რომ არ არსებობდნენ. „უფროსი ასაკის კაცებს უბრალოდ არ მოვწონვარ. ხვდები, რასაც ვამბობ? დაახლოებით ჩემი ასაკის რამდენიმე კაცი მყავდა, მაგრამ მათ არ მოვწონდი რაღაც მიზეზების გამო. შეიძლება უმცროს კაცებს არ აღელვებთ, თუ მხიარული ხარ, ან რაღაც სისულელეების გაკეთება გინდა და ძლიერი ხასიათი გაქვს. Მე არავის გამო არ ვამბობ უარს ჩემს თავზე, გესმის?”
შერი და ედვარდსი ერთმანეთს სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდნენ. Მანამდე ედვარდსს ურთიერთობა ემბერ როუზთან ჰქონდა, რომელთანაც სამი წლის ვაჟი ჰყავს.
ნახეთ ვიდეო