სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

Mono Hall-ში 3 დეკემბერს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსის სტეფანეს კონცერტი გაიმართა.
სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში
სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

სტეფანე ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც 20 წელზე მეტია აქტუალობას არ კარგავს. მისი ხმის ტემბრი, შესრულების მანერა და სტილი მუსიკოსს ყოველთვის გამოარჩევს. 

სტეფანეს კონცერტი MONO HALL-ში

სტეფანემ რამდენიმე დღის წინ ახალი სიმღერა და ვიდეო კლიპი „Gaigime” გამოსცა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია. Mono Hall-ში გამართულ კონცერტზე, მომღერალმა ეს სიმღერა მის ქალიშვილთან -სტეფანიასთან ერთად შეასრულა.

სტეფანია

მომღერალი კონცერტის დროს უკრაინის მხარდამჭერი სიტყვითაც გამოვიდა და სიმღერა We Don’t Wanna Put In -შეასრულა.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის.

სტეფანე

მოისმინეთ სტეფანე-ს უახლესი სიმღერა „Gaigime” და ნახეთ ვიდეო კლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

My Mind & Me – სელენა გომესმა დოკუმენტური ფილმის კადრებით შექმნილი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

შერი თავის მეგობარ ბიჭზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი