როგორ გახადა Encanto-ს ჰიტებმა ლინ-მანუელ მირანდა 2022 წლის ცხელი ასეულის ტოპ კომპოზიტორი

გთავაზობთ ბილბორდის ინტერვიუს კომპოზიტორთან
ლინ-მანუელ მირანდა
Jenny Anderson/GI

ლინ-მანუელ მირანდასთვის Encanto-ს ისტორია 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც ეკრანებზე დისნეის „მოანა” გამოვიდა. Მირანდა ფილმის მუსიკალურ ჯგუფს ბოლო ეტაპზე შეუერთდა და დაინახა, როგორი სერიოზულობით და ერთგულებით ეკიდებოდა „დისნეის“ გუნდი ისეთი კულტურის ჩვენებას, რომელსაც ეკრანზე ხშირად ვერ ვხედავთ. 

ამის შემდეგ, მან „დისნეის“ ანიმაციების მუსიკალურ პროდიუსერს უთხრა: ვიცი, რომ გეგმაში ლათინური თემაც გაქვთ. თუ ეს ლათინო-ამერიკელი პრინცესა უნდა იყოს, იცოდე, რომ მე ამისთვის მთელი ჩემი ცხოვრება ვემზადებოდი!” პასუხად კი დაპირება მიიღო, რომელიც Encanto-თი შესრულდა.

Encanto-ს საუნდტრეკის 8 სიმღერა ბილბორდის ცხელ ასეულში რამდენჯერმე მოხვდა. მათი წყალობით მირანდამ პირველ ადგილზე 15 კვირა გაატარა (100 საუკეთესო კომპოზიტორში) და საბოლოოდ 2022 წლის ტოპ კომპოზიტორად დასახელდა. ყველაზე დიდი გამოხმაურება სიმღერას  We Don’t Talk About Bruno მოჰყვა, რომელიც პირველ ადგილზე ხუთი კვირის განმავლობაში იყო. ბილბორდის მონაცემებით, ის დღემდე „დისნეის“ ყველა დროის ყველაზე დიდი ჰიტია.

გთავაზობთ ბილბორდის ინტერვიუს Encanto-ს კომპოზიტორთან ლინ-მანუელ მირანდასთან:

Encanto-სთვის მუსიკას 2020 წელს წერდით. როგორი იყო კარანტინში მუშაობის პროცესი?

მე მგონი, ეს სიმღერებსაც შეეტყო. მაგალითად, სიმღერაში Surface Pressure ისმის კითხვა: როგორ ვიზრუნო ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ვინ ვარ მე, თუ ეს ვერ შევძელი?” ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო, რასაც იმ დროს, ყველა მშობელი განიცდიდა. შემდეგ კი ბრუნო”. მაგ პერიოდში ჩემს ნათესავებთან ერთად ვიყავი ჩაკეტილი. Სიმღერის ქვეტექსტია – რისი ლაპარაკის უფლება გვაქვს დედის თანდასწრებით? ჩემი ცოლის ძმა ჩემთან ცხოვრობდა იმ დროს, თუმცა იშვიათად ვნახულობდი. ის თავის კუთხეში მუშაობდა და მარტო სადილზე გამოდიოდა. როცა სიმღერის მონახაზი ვაჩვენე, მკითხა: ჩემზეა? ეს Მე ვარ ბიძა კედლებს მიღმა?”

დღეს „ბრუნო” დისნეის ყველა დროის ყველაზე დიდი ჰიტია. თქვენთვის რომლებია დისნეის ყველა დროის საუკეთესო სიმღერები?

ჩემთვის პირველია Under the Sea, სადაც სებასტიანი გვაჩვენებს სამყაროს, რომელიც ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე ჩვენი. მეც მომინდა ზღვის ქვეშ ცხოვრება. კიდევ Out There „კვაზიმოდოდან“, Into the Unknown Frozen-დან, When She Loved Me „სათამაშოების ისტორია 2“-დან. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი სიმღერაში Dos Oruguitas ჩემთვის დიდი შთაგონების წყარო გახდა.

Სიმღერა Dos Oruguitas (ორი მუხლუხო) ფილმის იმ სიუჟეტს გასდევს, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ უყურებ. ასეთი გეგმა იყო თავიდანვე?

ეს ის მომენტია, როცა ბებია უმღერის მირაბელს. ის, რომ „ბაბუაშენი მოკლეს”, სამღერად ძალიან დიდი ტრავმაა. შევხედე ფილმის კადრებს და პეპელას, რომელსაც ისინი სასწაულამდე მიჰყავს. და აქ მომივიდა იდეა ორი შეყვარებული მუხლუხოსი და იმ ცვლილების, რომელიც უნდა მოხდეს. შენ უნდა განიცადო მეტამორფოზი და ტრავმა, რომ გახდე ის, ვინც ხარ. და იმ წამიდან, როცა ეს იდეა დამებადა, სიმღერა ძალიან სწრაფად დავწერე. თუმცა ჩემი ესპანური ენის სისწრაფე არ არის ისეთივე როგორიც ინგლისურის, ამიტომ ცოტა დიდი დრო დამჭირდა სწორი სიტყვების მოსაძებნად. 

შემდეგ მოდის Surface Pressure. თუ ფიქრობდით, რომ ჩარტებში ბრუნოსაც გადაუსწრებდა?

Ძალიან მიყვარს. ეს სიმღერა იქამდე გვქონდა, სანამ ამ როლზე მსახიობს ავარჩევდით. თუმცა ლუიზას ტიპაჟი უკვე დახატული იყო, შესაბამისად, ვიცოდი, რომ ღრმა ხმა უნდა ჰქონოდა. ვითხოვდი „გთხოვთ, გთხოვთ, მომიძებნეთ ალტო.” ჯესიკა დეროუს მართლაც საოცარი და გამორჩეული ხმა აქვს. 

რომელ სიმღერას ისურვებდით, რომ უფრო პოპულარული გამხდარიყო?

ნორმალური არ იქნება, რომ დავიჩივლო. მაგრამ ერთს გეტყვით – ჩემი მოლოდინი სრულიად სხვა იყო. ჩემი გათვლებით Colombia, Mi Encanto ყველაზე მარტივად სამღერი მელოდია უნდა ყოფილიყო. ეს ხომ კოლუმბიისთვის უბრალოდ სიყვარულის ახსნაა. იქ არის ქალაქების დასახელება, მას ასრულებს კარლოს ვივესი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთის სტადიონებზეც კი იმღერებდნენ. კონკრეტულ სიუჟეტებთან დაკავშირებული სიმღერების ასეთი პოპულარობა კი ჩემთვის კარგი სიურპრიზი იყო. 

ასეთი ჭორი დადის, რომ არსებობს დემო ვერსია, სადაც „ბრუნოს” ათივე პარტიას თქვენ მღერით. ამას ოდესმე მოვისმენთ?

დიახ, ის ნამდვილად არსებობს. დემო ვერსიები ყველა სიმღერაზეა. მაგრამ ვიცი, თქვენ რატომაც გინდათ. სასაცილო TikTok ვიდეოები უნდა გააკეთოთ ჩემი სახით. Მე კი ამის ბედნიერებას არ მოგცემთ! ასე რომ, დიდი მადლობა, მაგრამ ისინი ჩემს კომპიუტერში დარჩებიან!

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Პრეზიდენტი კლინტონი მადლობას უხდის კრისტინ მაკვის სიმღერისთვის Don’t Stop: „მომავლის გზამკვლევი”

შემდეგი სტატია

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი