Პრეზიდენტი კლინტონი მადლობას უხდის კრისტინ მაკვის სიმღერისთვის Don’t Stop: „მომავლის გზამკვლევი”

აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი ბილბორდს უყვება, თუ როგორ აირჩია მაკვის დაწერილი სიმღერა საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ თემად.
ბილ კლინტონი წარადგენს Fleetwood Mac-ს MusiCares-ის წლის პერსონის დაჯილდოებაზე 2018 წელს
Michael Kovac/GI

როცა 1992 წელს ბილ კლინტონი პრეზიდენტად კენჭს იყრიდა, საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად მან კრისტინ მაკვის დაწერილი სიმღერა Don’t Stop აირჩია. იმ დროს სწორედ ეს სიმღერა გახდა „ბეიბი ბუმერების“ თაობისთვის პოლიტიკური ასპარეზის გადაცემის სიმბოლო. ასევე იდეა, რომ მომავალი უფრო ნათელი იქნებოდა, თუ ამერიკელები ამას მოინდომებდნენ.

სიმღერამ, რომელიც 1977 წელს ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე ადგილს იკავებდა, იმდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლინტონის კამპანიაში, რომ Fleetwood Mac-ი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სწორედ მის შესასრულებლად შეიკრიბა. 

პრეზიდენტი კლინტონი  იხსენებს, თუ როგორ აირჩია ეს სიმღერა და რა იდეას ატარებს ის

„1991 წლის ივნისში, როცა ჯერ კიდევ არკანზასის გუბერნატორი ვიყავი, ლოს ანჯელესში გავფრინდი. ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მანქანით მივყავდი, მკითხა, თუ ვაპირებდი შემდეგ წელს პრეზიდენტად კენჭის ყრას. ვუთხარი, რომ ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი. „მე ვფიქრობ, რომ კენჭი უნდა იყაროთ და თუ ასე იქნება, თქვენი საარჩევნო კამპანიის სიმღერა, აი, ეს უნდა იყოს”, – მითხრა მან, შემდეგ ამოიღო Fleetwood Mac-ის კასეტა და Don’t Stop მომასმენინა. Მე მანამდეც მიყვარდა Fleetwood Mac-ის ეს სიმღერა და მივხვდი, რომ შესანიშნავი იდეა იყო. და როცა მართლა ჩავები არჩევნებში, ჩემი თანაგუნდელები ცდილობდნენ, უფრო თანამედროვე სიმღერა ერჩიათ, მაგრამ მე ამ სიმღერის მჯეროდა და იმედი მქონდა, რომ მისი გამოყენების უფლებას მოვიპოვებდი. 

Don’t Stop იდეალური არჩევანი იყო, რადგან პოლიტიკა იდეალურ შემთხვევაში ადამიანებისთვის და მათი მომავლის გაუმჯობესებისთვისაა. ცხოვრება მოითხოვს, რომ ყველამ აწმყოთი ვიცხოვროთ – მომავლისთვის. ჩვენ ვერ დავივიწყებთ წარსულს. ჩვენი გამარჯვებებისა და დამარცხებების მოგონებები, ჩვენი შეცდომებისა და სიამაყის მომენტები – მათ შეუძლიათ უკეთ დაგვანახონ, თუ რა მოხდება შემდეგ. მაგრამ თუ ყოველ დღეს წარსული შთანთქავს, ეს უბრალოდ კიდევ ერთი დაკარგული დღე იქნება.

სტუდენტობისას, დასავლეთ ცივილიზაციის საგნის ლექტორმა მასწავლა „მომავლის უპირატესობის” იდეა. Მან თქვა, რომ ამერიკა ისტორიაში უდიდესი ერი გახდა იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის ორ მნიშვნელოვან იდეას ატარებდა: რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, და რომ ყველა ჩვენგანს აქვს პირადი და მორალური ვალდებულება, რომ ეს ასე იყოს. მე ხშირად ვციტირებდი მას 1992 წლის კამპანიისა და ჩემი პრეზიდენტობის ორივე ვადის დროს. სიმღერამ Don’t Stop ეს სენტიმენტი იდეალურად დაიჭირა როგორც ტექსტით, ასევე მელოდიით. 

ყველამ იცის, რომ კრისტინ მაკვი დიდი კომპოზიტორი იყო, მაგრამ ამავე დროს, ის შესანიშნავი პოლიტიკური ფილოსოფოსი აღმოჩნდა. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები მისი და ასევე მიკის, სტივის, ჯონისა და ლინდსის, რომ ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეს და სიმღერის გამოყენების უფლება მომცეს. იმისთვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე შეიკრიბნენ და იმღერეს. იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მომცეს დიდი მუსიკა. მადლობა მათ მომავლის გზამკვლევისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ უაიტი ილონ მასკს ღია წერილის მეშვეობით დაუპირისპირდა 

შემდეგი სტატია

როგორ გახადა Encanto-ს ჰიტებმა ლინ-მანუელ მირანდა 2022 წლის ცხელი ასეულის ტოპ კომპოზიტორი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ავტოგრაფიანი ბიბლიისა და შესაბამისი კალმისტრის ფოტო გამოაქვეყნა.
მეტი

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

რეპერის თქმით, საზოგადოების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში საკუთარი გამოცდილება ამოიცნო.
მეტი

დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

ღონისძიების მსვლელობისას პრეზიდენტმა საჯაროდ აღნიშნა მინაჟის მხარდაჭერა მისი ადმინისტრაციის მიმართ და არტისტი „ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ქალ რეპერად“ მოიხსენია.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
მეტი

ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

მომღერალმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააჟღერა გრენლანდიის ანექსიის იდეა.
მეტი