ჯეკ უაიტი ილონ მასკს ღია წერილის მეშვეობით დაუპირისპირდა 

უაიტის განცხადებას წინ უძღოდა კანიე უესტის პრო-ნაცისტური ტვიტი, რომლის გამოც რეპერის ანგარიში კვლავ დაიბლოკა

ჯეკ უაიტი სოციალური ქსელში ილონ მასკს დაუპირისპირდა. მუსიკოსი  Twitter-ის მფლობელი მილიარდერი ბიზნესმენის შეხედულებას სიტყვის თავისუფლების შესახებ გამოეხმაურა. უაიტის განცხადებას წინ უძღოდა კანიე უესტის პრო-ნაცისტური ტვიტი, რომლის  გამოც რეპერის ანგარიში კვლავ დაიბლოკა. როგორც ჯეკ უატი მიანიშნებს, მასკს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტები აქვს. 

ილონ, ახლა რას  იტყვი  „სიტყვის თავისუფლებაზე“? ვხვდები, შენ უნდა აირჩიო ვის აქვს სიტყვის თავისუფლება და ვის არა.“- წერს როკერი თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ღია წერილში.

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა, კანიე უესტის ანგარიში აღდგა. მასკმა თავისი გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით ახსნა. ამით ბიზნესმენმა უესტს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი მოსაზრებები, მათ შორის ანტისემიტური განცხადებები, სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ გაევრცელებინა. 

უაიტმა ასევე გაიხსენა მასკის უარი, Twitter-ზე ალექს ჯოუნსის ანგარიშის აღდგინასთან დაკავშირებით: „კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი მატყუარა ალექს ჯონსი არ იმსახურებს „სიტყვის თავისუფლებას”? გასაგებია, თქვენ გესმით, რომ ეს ადამიანები სიძულვილს და ძალადობას ახალისებენ, მაგრამ ტრამპი… არა? თუ  გააცნობიერეთ, რომ მატყუარა ჯოუნსი და ანტისემიტი ეგო მანიაკი უესტი ისე ვერ უზრუნველყოფენ თქვენი გადასახადების შემცირებას, როგორც ეს ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო?!“ – წერს ჯეკ უაიტი. 

ჯეკ უაიტი თავის სიტყვაში რეგულაციების და კანონის მნიშვნელობასაც შეეხო:  „სასიამოვნოა, როცა რეალურ დროში აკვირდები და ხვდები, რომ გარკვეული რამ რეგულაციებით უნდა გაკონტროლდეს, იქნება ეს იარაღი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, შეკრება, ან თუნდაც სიტყვა. რეგულაციების მიზეზი ვინმეს, ან რაიმეს დაზიანების და განადგურების საფრთხეა. ამ რეგულაციებს ხანდახან „კანონებს“ უწოდებენ. იქნებ აცნობიერებ, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს, როცა ნებას რთავ საშიშ, სიძულვილით სავსე ადამიანებს, შენი სცენის გამოყენებით თქვან, რაც მოესურვებათ“.

უაიტმა პოსტს კომენტარების ფუნქცია გაუთიშა. თავისი გადაწყვეტილება მუსიკოსმა შემდეგნაირად ახსნა: „ეს არ არის დებატების ფორუმი“

პოსტის ბოლოს, ჯეკ უაიტმა მასკს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ სწორი პოზიცია აირჩიოს და სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ტვიტერი საკუთარი აზრების გასავრცელებლად გამოიყენონ. 

აღსანიშნავია, რომ ჯეკ უაიტი ერთ-ერთია მრავალ ცნობილ ადამიანს შორის, ვინც  ტვიტერი დატოვა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ილონ მასკმა კომპანია 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და სოციალური ქსელის ერთპიროვნულად მართვა დაიწყო. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ილონ მასკის გადაწყვეტილებას მოჰყვა, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპის ტვიტერზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. 

ნახეთ ჯეკ უაიტის სრული განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოლი პარტონმა კელი კლარკსონთან ის მომენტი გაიხსენა, როცა უიტნი ჰიუსტონის მიერ შესრულებულ I Will Always Love You-ს პირველად მოუსმინა

შემდეგი სტატია

Პრეზიდენტი კლინტონი მადლობას უხდის კრისტინ მაკვის სიმღერისთვის Don’t Stop: „მომავლის გზამკვლევი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი