ბოლო თვეების განმავლობაში კანიე უესტს ინტერვიუებსა და სოციალური მედიის პოსტებში ბევრი სათქმელი დაუგროვდა. მაგრამ ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ხმა არ ისმოდა, მუსიკა და მისი შემოქმედება იყო.
ახლახან კი რეპერმა ახალი სიმღერა გააზიარა სახელწოდებით Someday We’ll All Be Free, რომელშიც დონი ჰეთეუეის ამავე სახელწოდების კომპოზიციის მთავარი თემაა გამოყენებული.
სიმღერის ტექსტი კანიეს გარშემო ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მათ შორის ყოფილ მეუღლესთან კიმ კარდაშიანთან ურთიერთობასა და ტვიტერზე დაბლოკვის ფაქტებს.
შეგახსენებთ, რომ უესტის ანტისემიტური და რასისტული განცხადებების გამო, რეპერთან ურთიერთობა გაწყვიტეს კომპანიებმა: ადიდასი, გეფი, ბალენსიაგა. ბოლო სკანდალური განცხადება კანიემ ალექს ჯონთან ინტერვიუში გააკეთა. „მე ჰიტლერში კარგ თვისებებს ვხედავ”, – თქვა მან.
რაც შეეხება მის მუსიკალურ კარიერას, უესტის ბოლო ალბომი Donda 2 თებერვალში გამოვიდა.