ნახეთ რიანას, Tems-ის და სხვა არტისტების რეაქცია, ოქროს გლობუსის ნომინაციებზე

2023 წლის 10 იანვარს, ოქროს გლობუსის რიგით მეოთხმოცე ცერემონია ჩატარდება.
რიანა Marvel Studio-ს, Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი, ჰოლივუდი. ფოტო: აქსელ-ბაუერ-გრიფინი
რიანა Marvel Studio-ს, Black Panther 2: Wakanda Forever-ის პრემიერაზე, 2022 წლის 26 ოქტომბერი, ჰოლივუდი. ფოტო: აქსელ-ბაუერ-გრიფინი

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია, ორშაბათს, 12 დეკემბერს გამოქვეყნდა, სადაც რიანა, Tems, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, ზენდაია, Lady Gaga და დონალდ გლოვერი (Childish Gambino) არიან წარდგენილი.

რიანა და Tems-ი ფილმ Wakanda Forever-ში წლის საუკეთესო სიმღერა Lift Me Up-თვის არიან ნომინირებული. ამავე კატეგორიაში Lady Gaga ფილმ Top Gun: Maverick-ში, სიმღერით Hold My Hand არის წარდგენილი. საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვის,  სატელევიზიო სერიალ Only Murders in the Building-ში შესრულებული როლისთვის სელენა გომესი, სატელევიზიო დრამა-სერიალ  Euphoria-ში კი, ზენდაიაა ნომინირებული. სერიალ Atlanta-ში შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მამაკაც მსახიობის ნომინაციაზე – დონალდ გლოვერი წარადგინეს.

მეოთხმოცე ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ჯეროდ კერმიშელი წაიყვანს. სამ საათიანი ღონისძიება პირდაპირ ეთერში, 2023 წლის 10 იანვარს, NBC-ზე და Peacock-ზე გავა.

ნომინაციების გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე არტისტმა სოციალურ მედიაში სამადლობელი სიტყვა დაწერა. ნახეთ რიანას, Tems-ის, ჰიუ ჯეკმანის და სხვა ვარსკვლავების რეაქცია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გილიერმო დელ ტორომ ტეილორ სვიფტისადმი აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა

შემდეგი სტატია

სტივ მარტინი, სელენა გომესი და მარტინ შორტი, შაბათს, 2022 წლის, 10 დეკემბერს, Saturday Night Live შოუში

მუსიკალურ-იუმორისტული შოუ SNL-ის გახსნის დროს სელენა გომესს, სტივ მარტინი და მარტინ შორტი შეუერთდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი