როდესაც ალიშა კისიმ პირველი საშობაო ალბომის Santa Baby-ის გამოშვება გადაწყვიტა, სურდა ისეთი პროექტი შეექმნა, რომელსაც ხალხი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოუსმენდა.
„ამ ალბომს ნიუ-იორკის ენერგია აქვს. ის შვიდი დღის განმავლობაში შევქმენით, საბოლოო ჯამში კი ვფიქრობ შეკრული და მშვენიერი ალბომი გამოვიდა. ძალიან მომწონს და ვფიქრობ ახლა ზუსტად ამის დროა“. – თქვა Billboard Pop Shop Podcast-ში მომღერალმა.
„ეს ალბომი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩემი ლეიბლის – Alicia Keys Records-ის პირველი გამოშვებაა. ახალ ალბომში სულისკვეთება, თბილი ჟღერადობა იგრძნობა. ჩემთვის ძალიან ღირებული ნამუშევარია, სადაც სიმღერის ტექსტებიც ისეა დაწერილი, რომ მისი მოსმენის შემდეგ იმედი მაქვს მსმენელს ადვილად დაამახსოვრდება.“
რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას ალიშა კისის თქმით, იგი ყოველთვის აფასებდა 1953 წელს გამოცემულ სიმღერას – Santa Babyის, ერტა კიტის შესრულებით. “ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. მიყვარს ამ სიმღერის მიმართ, ერტა კიტის განსაკუთრებული მიდგომა. იმ პერიოდში იგი იყო გამბედაობის, მამაცობის მაგალითი, რომელიც არ ცდილობდა სტანდარტებში ჩაჯდომას. სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს სიმღერა და მიხარია, რომ ჩემს სტილში გადავაკეთე.“ – ამბობს ალიშა კისი.
„არსებობს მარადიული მუსიკა, რომელსაც ყოველწლიურად ვუსმენთ და გვიყვარს. ძალიან მინდა ჩემი მუსიკაც, ამ მარადიული კომპოზიციების ნაწილი გახდეს, რომელსაც სამუდამოდ შეიყვარებთ, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად კარგ განწყობას შეგიქმნით და სასიამოვნო მოგონებებში ჩაგძირავთ.” აღნიშნა მუსიკოსმა.
მოუსმინეთ ალიშა კისის სრულ ინტერვიუს, სადაც იგი ყველა დროის საყვარელ საშობაო სიმღერებსაც ასახელებს. მათ შორის Boyz II Men-ის Christmas Interpretations, Vince Guaraldi Trio-ს 1965 წლის საუნდტრეკს A Charlie Brown Christmas და ჯეიმს ბრაუნის სადღესასწაულო ალბომებს, მათ შორის Santa, Go Straight to the Ghetto, რომელიც მომღერლის თქმით მისი საყვარელი სიმღერაა.