Post Malone-ის ვიდეოს White Iverson-ს, YouTube-ზე ერთი მილიარდი ნახვა აქვს

Post Malone-ის კლიპი სიმღერაზე White Iverson 2015 წელს გამოვიდა, მუსიკოსისთვის ეს მეოთხე ვიდეოა, რომელიც YouTube-ზე ამ კატეგორიაში შევიდა.

Post Malone-მა წლის ბოლოს კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. რეპერის ვიდეო-კლიპი White Iverson, YouTube-ის „Billion Views Club“-ში ოფიციალურად შევიდა.

კლიპის რეჟისორი ვან ალპერტია. ეს მუსიკოსისთვის მეოთხე ვიდეოა, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. 2022 წლის ივნისში მისი სიმღერა Rockstar  Youtube-ის ამავე კატეგორიაში შევიდა. ასევე  Youtube-ზე მილიარდი ნახვა  სიმღერას Sunflower  და  მუსიკალურ ვიდეოს  Congratulations აქვს. 

მომღერლის სიმღერა White Iverson პირველ სადებიუტო ალბომ Stoney-შია შესული. სიმღერა Billboard-ის საუკეთესო ასეულში ოცდაათი კვირის განმავლობაში ჩარტების სიაში იყო. 

ნახეთ Post Malone-ის ვიდეო-კლიპი White Iverson

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელენ დეჯენერესი სტივენ ბოსის ვიდეოს აზიარებს: „მას ძალიან დიდი სიხარული შემოჰქონდა ჩემს ცხოვრებაში”

შემდეგი სტატია

კიდევ ერთი ძველი ქართული სიმღერის ორიგინალური ვერსია კატო კვარაცხელიას და გიორგი გიგაშვილის შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი